მუხლის სახსრის ძვალ-ხრტილოვნი კომპონენტისა და სინოვიური გარსის იმუნოჰისტოქიმიური ცვლილებების თვისებურებები სხვადასხვა ხარისხის რევმატოიდური დაზიანების დროს
ჩამოტვირთვები
რევმატოიდული ართრიტი (RA) სახსრების ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს აწუხებს. ხოლო 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში გავრცელება 2%-ზე მეტია. განსხვავებით პირველადი მუხლის სახსრის ოსტეოართრიტებისგან, რომელიც ასოცირებულია სასახსრე ხრტილის ასაკობრივ ცვეთასთან და დროთა განმავლობაში თანდათან პროგრესირებს, რევმატოიდული ართრიტი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, ეს დაავადება ყოველწლიურად 100 000 ახალ შემთხვევაზე 5-50 შემთხვევა ფიქსირდება. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა მუხლის სახრის ძვალ-ხრტილოვნი კომპონენტისა და სინოვიური გარსის იმუნოჰისტოქიმიური ცვლილებების თვისებურებების შესწავლა სხვადასხვა ხარისხის რევმატოიდური დაზიანების დროს. ჩვენი კვლევის ფარგლებში განხორციელებულ იქნა კოჰორტული რეტროგრადული კვლევა. შერჩეული იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში 2017-2025 წლებში არსებული საარქივო მასალის, 20 შემთხვევის არაპერსონიფიცირებული პარაფინის ბლოკი. ჩვენს მიერ საკვლევ ჯგუფად შერჩეული შემთხვევები დავყავით რამოდენიმე ქვეჯგუფებად. ცალკე იქნა შეფასებული ძვალ-ხრტილოვანი კომპონენტის და სინოვიური გარსების იმუნოჰისტოქიმიუტრი თავისებურებანი, ორივე კომპონენტში გამოვყავით დაზიანების სხვადასხვა ხარისხები, რომლისთვისაც გამოყენებული იქნა ზემოთ სინოვიურის გარსისა და ძვალ-ხრტილოვანი კომპონენეტის შეფასების სისტემები. როგორც კვკლევის შედეგები უჩვენებს დაავადება პროგრესირებს სინოვიური გარსიდან ძვლოვან ქსოვილში. ხოლო დაავადების პროგრესიის სტატისიკურად სარწმუნო იმუნოჰისტოქიმიურ მარკრებს მიეკუთვნება CD138, a-SMA და CD68.
ზემოთ ხსენებული შედეგების საფუძვლეზე, კვლევის პრაქტიკულ ღირებულებას წარმოადგენს ის, რომ რევმატიული დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანია სინოვიური გარსების ბიოფსია და აღნიშნული მეთოდის კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვისათვის აუცილებელია ამ მიმართულებით შემდგომი ფართომასშტაბიანი კვლევის გაგრძელება.
Downloads
Schmidt T, Najm A, Mussawy H, et al. General synovitis score and immunologic synovitis score reflect clinical disease activity in patients with advanced stage rheumatoid arthritis. Scientific Reports 2019 9:1. 2019;9(1):8448-. doi:10.1038/s41598-019-44895-9
de Vries RRP, Huizinga TWJ, Toes REM. Redefining the HLA and RA association: to be or not to be anti-CCP positive. J Autoimmun. 2005;25 Suppl:21-25. doi:10.1016/j.jaut.2005.09.005
Scott DL, Wolfe F, Huizinga TWJ. Rheumatoid arthritis. The Lancet. 2010;376(9746):1094-1108. doi:10.1016/S0140-6736(10)60826-4
Meier FM, Frerix M, Hermann W, Müller-Ladner U. Current immunotherapy in rheumatoid arthritis. Immunotherapy. 2013;5(9):955-974. doi:10.2217/imt.13.94
Mora JC, Przkora R, Cruz-Almeida Y. Knee osteoarthritis: pathophysiology and current treatment modalities. J Pain Res. 2018;11:2189-2196. doi:10.2147/JPR.S154002
Pires DP de C, Monte FA do, Monteiro LF, Soares FR do C, Faria JLR de. Updates in the Treatment of Knee Osteoarthritis. Rev Bras Ortop (Sao Paulo). 2024;59(3):e337-e348. doi:10.1055/s-0044-1786351
Billesberger LM, Fisher KM, Qadri YJ, Boortz-Marx RL. Procedural Treatments for Knee Osteoarthritis: A Review of Current Injectable Therapies. Pain Res Manag. 2020;2020:3873098. doi:10.1155/2020/3873098
Wechalekar MD, Smith MD. Utility of arthroscopic guided synovial biopsy in understanding synovial tissue pathology in health and disease states. World J Orthop. 2014;5(5):566-573. doi:10.5312/WJO.V5.I5.566
Mussawy H, Zustin J, Luebke AM, et al. The histopathological synovitis score is influenced by biopsy location in patients with knee osteoarthritis. Arch Orthop Trauma Surg. 2021;142(11):2991-2997. doi:10.1007/s00402-021-03889-x
Ma JD, Zhou JJ, Zheng DH, et al. Serum Matrix Metalloproteinase-3 as a Noninvasive Biomarker of Histological Synovitis for Diagnosis of Rheumatoid Arthritis. Mediators Inflamm. 2014;2014:1-10. doi:10.1155/2014/179284
Nagarajan L, Khatri A, Sudan A, Vaishya R, Ghosh S. Deep Learning Augmented Osteoarthritis Grading Standardization. Tissue Eng Part A. 2024;30(19-20):591-604. doi:10.1089/TEN.TEA.2023.0206
Yoon JS, Yon CJ, Lee D, et al. Assessment of a novel deep learning-based software developed for automatic feature extraction and grading of radiographic knee osteoarthritis. BMC Musculoskelet Disord. 2023;24(1). doi:10.1186/s12891-023-06951-4
Wu D, Huang Y, Zhao J, et al. Synovial macrophages drive severe joint destruction in established rheumatoid arthritis. Scientific Reports 2025 15:1. 2025;15(1):12111-. doi:10.1038/s41598-025-93784-x
Nakajima A, Sakai R, Inoue E, Harigai M. Prevalence of patients with rheumatoid arthritis and age-stratified trends in clinical characteristics and treatment, based on the National database of health insurance claims and specific health checkups of Japan. Int J Rheum Dis. 2020;23(12):1676-1684. doi:10.1111/1756-185x.13974
საავტორო უფლებები (c) 2026 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

