4.1 მედიცინა

უბერებელი არსებები

უმნიშვნელო დაბერება სიცოცხლის ხანგრძლივობა ოქსიდაციური სტრესი პროტეოსტაზი დაბერება დღეგრძელობა

ავტორები

ტომ. 7 No. 3 (2025)
სტატიები
August 3, 2025

ჩამოტვირთვები

მიუხედავად იმისა, რომ დაბერება თითქმის უნივერსალური ბიოლოგიური პროცესია, გარკვეული სახეობები ავლენენ უმნიშვნელო (მდორედ მიმდინარე) დაბერებას, ინარჩუნებენ რეპროდუქციულ უნარს და ფიზიოლოგიურ ფუნქციას ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში. აღსანიშნავი მაგალითებია გრენლანდიური ზვიგენი (400 წელზე მეტი), შიშველი თხუნელა-ვირთხა (30 წელზე მეტი), ოკეანის კვაჰოგი (507 წელი) და პლანარია (თეორიულად უკვდავი). ეს ორგანიზმები ეწინააღმდეგებიან დაბერების ტიპურ ნიმუშებს დნმ-ის გაძლიერებული აღდგენის, ჟანგვითი სტრესისადმი რეზისტენტობის, ღეროვანი უჯრედების შენარჩუნებისა და უნიკალური პროტეოსტაზისა და ეპიგენეტიკური რეგულავიის გზით. შედარებითი ანალიზი ავლენს საერთო ადაპტაციებს, როგორიცაა: 1) სქსორივი მომწიფების გვიანი ასაკი; 2) სქესობრივი აქტივობის დიდი ხნით შენარჩუნება; 3) მეტაბოლური სიჩქარის შემცირება; 4) ჰიპოქსიისადმი ტოლერანტობა; 5) ნეოპლაზიური სუპრესია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის მოლეკულარული მექანიზმები - მათ შორის მაღალი მოლეკულური წონის ჰიალურონანი შიშველ თხუნელა-ვირთხებში და სპეციალიზებული ლიპიდური მემბრანები ზვიგენებში - გვთავაზობს ტრანსფორმაციულ ხედვას დაბერების საწინააღმდეგო ჩარევებისთვის. ამ სტრატეგიების გაგებამ შეიძლება გზა გაუხსნას ასაკთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ მიმართული ახალი თერაპიების განვითარებას, რაც პოტენციურად გადააფასებს ადამიანის ჯანმრთელობის ხანგრძლივობას. ეს მიმოხილვა სინთეზირებს უმნიშვნელოდ დაბერებული სახეობების შესახებ არსებულ ცოდნას, ხაზს უსვამს მათ ევოლუციურ, ფიზიოლოგიურ და ბიოსამედიცინო მნიშვნელობას.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.