1.5 ფარმაკოლოგია, ტოქსიკოლოგია და ფარმაცევტიკა 4.1 მედიცინა

ფარმაკოლოგიურ პრეპარატ ,,ამფიცეზინის“ ზოგადტოქსიკური, ადგილობრივ გამაღიზიანებელი და მაალერგიზებელი მოქმედების ექსპერიმენტული შესწავლა

ამფიცეზინი თეთრი თაგვები მწვავე ტოქსიკურობა ადგილობრივად გამაღიზიანებელი თვისებები მაალერგიზებელი მოქმედება

ავტორები

ტომ. 7 No. 3 (2025)
სტატიები
July 30, 2025

ჩამოტვირთვები

თაგვებზე ექსპერიმენტული კვლევისათვის დადგენილი იყო ,,ამფიცეზინის“ სადღეღამისო დოზა - 0,25 მლ/კგ.

 პრეპარატის მწვავე ტოქსიკურობა შესწავლილი იქნა ალბინოს თაგვებზე ფარმაკოლოგიური საშუალებების უსაფრთხოების წინაკლინიკური შეფასების წესების მიხედვით. კვლევის მიზანი იყო მწვავე ტოქსიკურობის სასიკვდილო დოზის (LD50) დადგენა და, ასევე, ტოქსიკურობის ცალკეული სიმპტომების რეგისტრაცია. დაკვირვება ხორციელდებოდა ,,ამფიცეზინის“ მიღებისას და ორი საათის განმავლობაში, რა დროსაც ინტეგრალური მაჩვენებლების არავითარი გადახრა ნორმიდან არ დაფიქსირებულა. დაკვირვების პერიოდში ყველა ცხოველი ჯანმრთელია, აქტიური, მათი ორიენტირება გარემოში, ყნოსვითი რეაქციები და მოძრაობითი უნარი ნორმაშია. დაკვირვების 14 დღის განმავლობაში ცხოველების დაცემა რეგისტრირებული არ არის.

,,ამფიცეზინის“ ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება შესწავლილი იქნა ორივე სქესის თეთრ თაგვებზე. ექსპერიმენტის დაწყებამდე 1 დღით ადრე ვახდენდით ცხოველების ზურგზე ბეჭებს შუა 2 სმ2 კანის დეპილაციას; ცხოველებს რანდომიზებულად განაწილებით 2 ჯგუფად და ვათავსებდით ერთნაირ პირობებში. შედეგად, კანის ზედაპირზე არ დაფიქსირებულა გაღიზიანების ან კონტაქტური დერმატიტის ნიშნები (ჰიპერემია, შეშუპება, ნაპრალები, სისხლჩაქცევები და ეპიდერმისის აქერცვლა).

,,ამფიცეზინის“ შესაძლო ალერგიული თვისებების გამოვლენისათვის გამოყენებული იქნა კანის სენსიბილიზაცია ხანგრძლივი ყოველდღიური აპლიკაციებით, რაც სავარაუდო ალერგიული თვისებების გამოსამჟღავნებლადაა მიღებული. შედეგად, 14-ჯერადი აპლიკაციის პროცესში, ისევე როგორც მისი შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში, გაღიზიანების ან დერმატოზის მოვლენები არ დაფიქსირებულა. ამგვარად, მიღებული შედეგების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ,,ამფიცეზინი“ არ ხასიათდება სენსიბილიზაციის გამომწვევი თვისებებით.

ზოგადად, ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ფარმაკოლოგიურ პრეპარატ ,,ამფიცეზინს“ მწვავე ტოქსიკურობა, ალერგიულობა და ადგილობრივი გამაღიზიანებლობა არ ახასიათებს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.