ეპოქსიდის ბაზაზე ბიოდეგრადირებადი პოლიმერული კომპოზიტის მიღება და თვისებების კვლევა

Biodegradable polymers Synthesis Property investigation Mechanical properties Biodegradation

ავტორები

ტომ. 7 No. 3 (2025)
სტატიები
July 29, 2025

ჩამოტვირთვები

პოლიმერული ნარჩენებით გარემოს დაბინძურება დღევანდელ ეპოქაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. მსოფლიოში შესაფუთ მასალებზე მოთხოვნის ზრდამ პოლიმერული ნარჩენების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულამდე მიიყვანა. პრობლემის შემსუბუქების ერთ-ერთი გზა „მწვანე ქიმიის“ მე-10 პრინციპშია წარმოდგენილი, რომლის არსიც ეკო-მეგობრული, გარემოსთან ჰარმონიული ტექნოლოგიების გამოყენებაში მდგომარეობს. სწორედ ამ მიდგომასთან ასოცირდება ბიოდეგრადირებადი მასალების წარმოება. დეგრადირებად პოლიმერებს შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის მასალები, რომლებიც ბიოლოგიური გარემოს (როგორიცაა ცოცხალი ორგანიზმები ან გარემოში არსებული მიკროორგანიზმები) ზემოქმედებით იშლებიან უვნებელ, ბიოთავსებად ფრაგმენტებად. ასეთ მასალებს ბიოდეგრადირებადი პოლიმერები ეწოდებათ. ბიოდეგრადირებადი პოლიმერების გარემოსდაცვითი უპირატესობები და ფუნქციური მრავალფეროვნება არის მიზეზი იმისა რომ  ბაზარზე  მოთხოვნილება სწრაფად იზრდება.

წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში მიღებულ იქნა ბიოდეგრადირებადი პოლიმერული კომპოზიტი ეპოქსიდისა და ამინომჟავური პოლიესტერშარდოვანას საფუძველზე.

შესწავლილია პოლიმერული კომპოზიტის დეგრადაციის უნარი. ამ მიზნით გამოყენებულია შემდეგი ანალიზური ქიმიის მეთოდები: TOC (საერთო ორგანული ნახშირბადის განსაზღვრის მეთოდი), IR (ინფრაწითელი სპექტროსკოპია, ნიმუშის სტრუქტურული ცვლილებების შესაფასებლად) და ზედაპირის მორფოლოგიური ცვლილებების კვლევა ელექტრომიკროსკოპის გამოყენებით. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, უნდა ითქვას, რომ პოლიმერული კომპოზიტი განიცდის დეგრადაციას როგორც მჟავა, ასევე ტუტე გარემოში. კვლევის ფარგლებში არ ჩატარებულა მიკრობიოლოგიურ/ბუნებრივ ნიადაგში დეგრადაციის კვლევა დროის ლიმიტის გამო. ეს საკითხი კვლევის შემდგომ ეტაპს წარმოადგენს.

 უნდა აღინიშნოს, რომ ბიოდეგრადირებადი პოლიმერული კომპონენტის შეყვანამ ეპოქსიდურ მატრიცაში გააუმჯობესა მისი მექანიკური მახასიათებლებიც, კონკრეტულად სიმტკიცის მნიშვნელობა გაჭიმვისას. კომპოზიტის მექანიკური მახასიათებელი (სიხისტე-იუნგის მოდული) დაახლოებით 37%-ით გაუმჯობესდა.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.