2.5 სოციალური მეცნიერებები

„ჩრდილის“ სიმბოლიკა დევიდ ჰერბერტ ლორენსის პოეზიაში

ჩრდილის სიმბოლო ინგლისური პოეზია დ. ჰ. ლორენსი იუნგიანური ფსიქოლოგია რომანტიზმი მოდერნიზმი ბიბლიური სიმბოლიზმი არაცნობიერი

ავტორები

ტომ. 7 No. 3 (2025)
სტატიები
ივლისი 21, 2025

ჩამოტვირთვები

წარმოდგენილი სტატია იკვლევს „ჩრდილის“ (“shadow”) სიმბოლურ მნიშვნელობას მთელ რიგ კულტურულ და ლიტერატურულ კონტექსტებში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ სიმბოლოს ევოლუციას ინგლისურენოვან პოეზიაში და მის ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ ინტერპრეტაციებს. კვლევა იწყება ჩრდილის სიმბოლოს ისტორიული განვითარების ანალიზით ინგლისურ პოეზიაში, კერძოდ, შექსპირის, რომანტიკოსი პოეტების (ბლეიკი, შელი, კიტსი, კოლრიჯი, ვორდსვორთი), ვიქტორიანული ეპოქის ავტორების (ტენისონი, ბრაუნინგი, როსეტი) და მოდერნისტების (ელიოტი, იეიტსი, პლათი) შემოქმედებაში.

სტატია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩრდილის კონცეფციას ფსიქოანალიზური თეორიის კონტექსტში, განიხილავს ფროიდისა და იუნგის მიდგომებს არაცნობიერის სიმბოლოდ ჩრდილის ინტერპრეტაციისადმი, ასევე ამ კონცეფციის გამოყენებას თანამედროვე ფსიქოლოგიაში.

ბიბლიური პერსპექტივიდან, კვლევა ასახავს ჩრდილის რელიგიურ სიმბოლიზმს, განსაკუთრებით ცნობილ ფრაზას „სიკვდილის ჩრდილის ველი“ და სხვა ბიბლიურ კონტექსტებს, სადაც ჩრდილი ღვთაებრივი მფარველობის, სულიერი სიბნელის და ადამიანური არსებობის წარმავლობის სიმბოლოა.

სტატიის ძირითადი ნაწილი ეთმობა დ.ჰ. ლორენსის პოეზიაში ჩრდილის სიმბოლიკის მიკროანალიზს. დეტალურად განიხილება ლექსები “Shadows”, “In the Dark”, “A Young Wife” და “In a Boat”. კვლევა ავლენს, რომ ლორენსისთვის ჩრდილი რთული ონტოლოგიური კონცეფციაა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ და მეტაფიზიკურ განზომილებებს, ასახავს მის წინააღმდეგობას ინდუსტრიული რაციონალიზმის მიმართ და წარმოადგენს ინტუიტიური, ქვეცნობიერი ძალების განსახიერებას. კვლევის მიხედვით, ლორენსის ჩრდილის კონცეფცია განსხვავდება ტრადიციული ნეგატიური ინტერპრეტაციებისგან - იგი ხშირად წარმოგვიდგება როგორც სასიცოცხლო, შემოქმედებითი ძალა, ტრანსფორმაციისა და განახლების წყარო.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.