1.5 ფარმაკოლოგია, ტოქსიკოლოგია და ფარმაცევტიკა

საქართველოში გავრცელებული Delphinium-დეზურას სახეობების ალკალოიდები და მათი ციტოტოქსიკური აქტივობა

ალკალოიდი დეზურა Delphinium Helleboraceae ციტოტოქსიკური აქტივობა

ავტორები

ტომ. 7 No. 3 (2025)
სტატიები
ივლისი 18, 2025

ჩამოტვირთვები

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოზარდი Delphinium სახეობების: Delphinium speciosum Seed., Delphinium flexuosum   Bieb., Delphinium freynii Conrath., Delphinium Shmalhausenii Abov., Delphinium elisabethaei N.Busch. მიწისზედა და მიწისქვეშა ორგანოების შესწავლა ალკალოიდების შემცველობაზე და მათი ციტოტოქსიკური აქტივობის შეფასება. ჩატარებული ფიტოქიმიური კვლევების შედეგად Delphinium ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეებიდან სითხე-სითხოვანი ექსტრაქციის მეთოდით მიღებული გასუფთავებული  ალკალოიდების ჯამებში დომინირებენ დიტერპენული  ალკალოიდები: მეთილლიკაკონიტინი და ლიკოკტონინი. In vitro ციტოტოქსიკური აქტივობის შეფასებისას Resazurine და Hoechst მეთოდების მიხედვით, Delphinium Shmalhausenii Abov. მიწისზედა ორგანოების ალკალოიდების ჯამებმა გამოამჟღავნეს ძლიერი ციტოტოქსიკური აქტივობა  A-549 (ადამიანის ფილტვის კარცინომა ), DLD-1 (სწორი ნაწლავის ადენოკარცინომა) უჯრედული კულტურის ხაზების მიმართ. ამასთან, სუსტი ტოქსიკურობა აღინიშნა WS-1 (კანის ნორმალური ფიბრობლასტები) უჯრედებზე; საშუალო სიძლიერის ციტოტოქსიკური მოქმედება გამოვლინდა Delphinium Shmalhausenii Abov. და Delphinium freynii Conrath. მიწისქვეშა ორგანოების ალკალოიდების ჯამის შემთხვევაში, ხოლო A-549 უჯრედების მიმართ სუსტად გამოხატული ციტოტოქსიური აქტივობა აჩვენეს Delphinium elisabethaei N.Busch. ალკალოიდებმა.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.