4.1 მედიცინა

დეპრესიის მკურნალობისთვის ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის მეთოდისადმი დამოკიდებულებების კვლევა

ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია (ტმს) მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დამოკიდებულებები მკურნალობისადმი

ავტორები

ტომ. 7 No. 3 (2025)
სტატიები
July 9, 2025

ჩამოტვირთვები

შესავალი.ტვინის არაინვაზიური ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის (ტმს)[1] მეთოდი პირველი რიგის რეკომენდაციაა მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესიის მქონე პაციენტებისთვის. ამ მეთოდის დანერგვას საქართველოში ჯერ კიდევ თან ახლავს ცოდნის, სისტემური მხარდაჭერისა და კულტურული შეზღუდვების ბარიერები.

მიზანი. კვლევის მიზანი იყო, გამოგვევლინა პაციენტთა და თერაპევტთა პერსპექტივა და დამოკიდებულებები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურენტული ინოვაციების ფონდის მხარდაჭერით დაფუძნებულ ტმს მკურნალობის მეთოდის მიმართ — მკურნალობაში ჩართვისა და დარჩენის მოტივაცია, გამოცდილება, გამოწვევები/ბარიერები.

 მეთოდოლოგია. კვლევა  ეფუძნება თვისებრივ მიდგომას და მასში გამოყენებულია ორი მეთოდი - შემთხვევის ანალიზი და ფოკუს ჯგუფი. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა ტმს სერვისის მიმღები ორი პაციენტის შემთხვევა, ვისაც მკურნალობა-რეზისტენტული დეპრესიის დიაგნოზი ჰქონდა და ტმს მომსახურების სრული კურსი გაიარა, ფსიქოფარმაკოლოგიურ მკურნალობასთან კომბინაციაში; ამ მიზნით მათთან ჩატარდა კლინიკური ინტერვიუები, ჩაღრმავებული ინტერვიუები და მოხდა მათი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით. კვლევის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა ფოკუს ჯგუფი ხუთ თერაპევტთან, ვინც ტმს მკურნალობას აწვდიდა სერვისის პაციენტებს.

 შედეგები. პაციენტებში თვალსაჩინოა მკურნალობაში ჩართვის გულწრფელი მოტივაცია, რაც წლების მანძილზე ძირითადად უშედეგო და ხანგრძლივი მკურნალობის გამოცდილების შემდგომ ახალი “იმედის” გაჩენას უკავშირდება. მკურნალობაში ჩართვის ბარიერებს თავად დეპრესიული მდგომარეობის სიმპტომები განაპირობებს (უიმედობა, ენერგიის და მოტივაციის ღრმა დაქვეითება), თუმცა, ასევე, სახეზეა გარკვეული შფოთვა და სტიგმა ახალი მეთოდის მიმართ. თერაპევტების დამოკიდებულება ინოვაციური მკურნალობისადმი დასაწყისში იყო ამბივალენტური, რაც პაციენტთა ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, და ამ გაუმჯობესების შენარჩუნებასთან ერთად, შეიცვალა პროფესიული კმაყოფილებით, მეტი თავდაჯერებულობითა და მეთოდის მიმართ ნდობის ამაღლებით.

 დასკვნა. გარკვეული სირთულეების და ბარიერების მიუხედავად, მკურნალობის შესახებ სწორად მიწოდებული ინფორმაცია, გუნდის მხრიდან პროფესიული მხარდაჭერა (რაც გულისხმობდა მდგომარეობის მართვისადმი კომბინირებულ მიდგომას), და სერვისის ხელმისაწვდომობა ზრდის ტმს მკურნალობის მიღებისა და მიყოლის ალბათობასა და  ეფექტურობას.

მთავარი გამოწვევებია: მეთოდის გამოყენებაში სპეციალისტების განათლების დონე, ზუსტი და ნათელი ინფორმაცია მეთოდის შესახებ და ქართულ კონტექსტთან მორგებული მკურნალობის პროტოკოლების შექმნა. პაციენტთა მხრიდან მკურნალობის მიღების მოტივაცია და იმედი მკაფიოდ წარმოჩნდება, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი.

 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.