3.6 საინჟინრო მეცნიერებები

საწარმოს მატერიალური ნაკადის ოპტიმიზაციის ზოგადი მოდელი და მისი ლოგისტიკური მოდიფიკაციები

მატერიალური ნაკადი ხარჯები დანახარჯები დრო გამოშვება ოპტიმიზაცია მოდელი ლოგისტიკური ჯაჭვის რგოლები ალტერნატიული რეგლამენტი

ავტორები

ტომ. 7 No. 3 (2025)
სტატიები
July 2, 2025

ჩამოტვირთვები

მყიდველთა ბაზრის მიერ ლოგისტიკის მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავდა მოდელი „ხარჯები-დრო-გამოშვება“; განისაზღვრა პროდუქციის ბაზრის მიერ მოთხოვნილი მთელი საწარმოს რეგლამენტის ალტერნატიული ვარიანტები და მისი მახასიათებელი პარამეტრები; გამოისახა დამოკიდებულება „დანახარჯები-დრო-გამოშვება“ საწარმოს  მატერიალური ნაკადის მოძრაობის სხვადასხვა რეგლამენტის დროს; განისაზღვრა საწარმოს მატერიალური ნაკადის მოძრაობის რეგლამენტის შეცვლის მეთოდები;  დახასიათდა საწარმოს მატერიალური ნაკადის მართვის სისტემის  დონეები  სხვადასხვა მიზნობრივი ფუნქციებით;   საწარმოს ლოგისტიკური ჯაჭვის რგოლების კონფლიქტური ეკონომიკური ინტერესების შესაჯერებლად გამოყენებული იქნა პარამეტრული ოპტიმიზაციის მეთოდი და განისაზღვრა ოპტიმიზაციის ამოცანის გადაჭრის ეტაპები; საწარმოს მატერიალური ნაკადის მოძრაობის ოპტიმიზაციის ზოგადი მოდელის დასახასიათებლად განისაზღვრა პარამეტრები და ამოცანის გადაჭრის თანმიმდევრული ეტაპები; სქემის სახით დამუშავდა წარმოების ლოგისტიკურ ჯაჭვში მატერიალური ნაკადის მოძრაობის ოპტიმიზაციის  საერთო მოდელი სივრცეში „დანახარჯები - დრო - გამოშვება“; განხილული იქნა საწარმოს მატერიალური ნაკადის მოძრაობის ოპტიმიზაციის რამდენიმე ძირითადი მოდიფიცირებული მოდელი: დაკვეთაზე, შესყიდვებზე, თავისუფალ ბაზარზე, სასწრაფო შეკვეთებზე მუშაობის მოდელების მოდიფიცირებული ვარიანტები.

         შემოთავაზებული იქნა მიდგომა - საწარმოს მატერიალური ნაკადის მოძრაობის ოპტიმიზაციისა, იგი  საშუალებას იძლევა პრაქტიკაში განხორციელდეს მისი საქმიანობის მრავალვარიანტული დაგეგმვა სივრცითი მოდელის "დანახარჯები-დრო-გამოშვება" ფარგლებში, რაც ახდენს საწარმოს მოქნილობის  და ადაპტირების ზრდას სამეურნეო კონიუნქტურის ცვალებად პირობებთან მიმართებაში.    

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.