1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

დასავლეთ საქართველოში ინტროდუცირებული, რემონტატული ჟოლოს( Rubus idaeus) გაყინვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენება

ჟოლო (Rubus ideaus L.) ფლუიდიზირებული შოკური მაცივარი HACCP

ავტორები

ტომ. 7 No. 2 (2025)
სტატიები
June 30, 2025

ჩამოტვირთვები

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოიძებნება ისეთი სასოფლო-სამეურნეო ადგილები, სადაც ჟოლოს (Rubus idaeus) მოყვანისთვის ხელსაყრელი აგროკლიმატური პირობებია. მართალია, საქართველოში ჟოლო ამჟამად დიდი რაოდენობით არ მოჰყავთ, მაგრამ ამ კულტურის წარმოების გაფართოებისთვის შესანიშნავი პოტენციალია. იმ ფერმერებს, რომლებსაც შეუძლიათ მაღალი ხარისხის ჟოლოს სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა, აქვთ რეალიზაციის კარგი შესაძლებლობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. ჟოლო მალფუჭებადი ხილია, ამიტომ აუცილებელია მისი შენახვისათვის გამოვიყენოთ გაყინვის ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ახორციელებს ფლუიდიზირებული სწრაფგამყინავი აპარატები. ამ აპარატებს ახასიათებს მინიმალური გამოშრობის, პროდქტის მარალხარისხოვნად შენახვის და სწრაფი სიჩქარით გაყინვის უნარი. კვლევის მიზანია დავადგინოთ ამ აპარატების უპირატესობა სხვა სამაცივრო დანადგარებთან მიმართებაში. ასეთი სახით გაყინული პროდუქტი კარგად ფასოვდება და დაუფასოებელიც ინახება. ჩვენს მიერ განხორციელდა ჟოლოს შენახვა ასეთ აპარატებში, სადაც ჟოლოს შენახვის ოპტიმალური ტემპერატურაა -1 - 0 °C (30 - 32 °F), და > 90 %–ი ტენიანობის პირობები. ჟოლოსათვის მისაღებია ჰაერის რეგულირების შემდეგი რეჟიმი: 10-20% CO2 + 5-10%O2. ასე გაყინულ ჟოლოში შენარჩუნებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების თავდაპირველი რაოდენობრივი შემცველობა, იერსახე და გემური თვისებები. საქართველო ისწრაფვის რა ევროკავშირში გაერთიანებისათვის, მით უფრო მეტ აქტუალობას იძენს უსაფრთხო და სტანდარტიზირებული, კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის წარმოება.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები