ბუნებრივ წყალზე ჰიბრიდული ნაკადის განხორციელების გზით ტანგენციალური ბარომემბრანული პროცესის თეორიული კვლევები და ექსპერიმენტების შედეგები
ჩამოტვირთვები
ნაშრომში წარმოდგენილია ბარომემბრანული გაყოფის პროცესების განსახორციელებლად შექმნილ მოწყობილობებში ბუნებრივ წყალზე ჰიბრიდული ნაკადის განხორციელების გზით თეორიული კვლევები. ჰიდროდინამიკური მახასიათებლების თეორიული ანგარიშისათვის გამოყენებულია რეინოლდსის რიცხვი, თეორიული კვლევებით დადგინდა ჰიბრიდული ნალკადის რეჟიმული პარამეტრები. სადაწნეო საკნის სიმაღლის განსხვავებული მნიშვნელობებისათვის განისაზღვრა სიჩქარის კრიტიკული მნიშვნელობები, ლამინარული და ტურბულენტური დინების სიჩქარეთა დიაპაზონი. სადაწნეო საკანში წყლის ნაკადის ჩვეულებრივი რეჟიმულ პარამეტრების შედარებამ ჰიბრიდული ნაკადის რეჟიმულ პარამეტრებთან გვიჩვენა,რომ ჰიბრიდული რეჟიმის პირობებში, ერთი და იგივე ხარჯის მიწოდებისას განვითარებული წყლის სიჩქარე აღემატება ჩვეულებრივი ნაკადის სიჩქარეს, ხოლო ექსპერიმენტების შედეგებით კი ჰიბრიდული ნაკადის პირობებში ხვედრითი წარმადობა მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივი დინებით მიღებულ ხვედრით წარმადობას.
ამგვარად ლაბორატორიულ დანადგარზე ჩატარებული ექსპერიმენტული შედეგებით ჩანს ჰიბრიდული რეჟიმის უპირატესობა, რომელიც საწინდარია მემბრანული დანადგარების მაღალეფექტურობის და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს სამამულო წარმოების საწარმოო მემბრანული დანადგარების დამუშავებასა და შექმნას.
Downloads
ბილეიშვილი გ.ვ., ყუფარაძე ლ.პ., კეჟერაშვილი მ.გ., გოგესაშვილი ნ.ნ., ებანოიძე ლ.ო.“ სადაწნეო საკანში წყლის ნაკადის ტურბულენტური რეჟიმის თეორიული დახასიათება“. საქართველოს საინჟინრო სიახლენი,№1 ტ.97,2023. გვ.111-114. ISSN 1512-0287
ბიბილეიშვილი გ.ვ.,კეჟერაშვილი მ. გ., ყუფარაძე ლ.პ., ჯავაშვილი ზ.დ. „მიკროფილტრაციული პროცესში ნაკადის ჰიდროდინამიკის კვლევა მემბრანული სისტემების სადაწნეო საკნის ოპტიმალური გეომეტრიული კონფიგურაციის შესწავლისათვის.“.საქართველოს საინჟინრო სიახლენი,№2 ტ.98,2023,გვ87. ISSN 1512-0287
.ბიბილეიშვილი გ.ვ., ყუფარაძე ლ.პ., კეჟერაშვილი მ.გ.“წყლის ნაკადის დინების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა სადაწნეო საკნის განსხვავებული გეომეტრიისათვის კვლევა“.საქართველოს საინჟინრო სიახლენი,№2 ტ.98,2023,გვ51.ISSN 1512-0287
Belfort, G. (1976), Cleaning of reverse osmosis membranes in wastewater renovation, in Water 75, published by AIChE, NY, 76-81.
Venkiteshwaran A. and Belfort, G. (2010) process optimization diagrams for membrane microfiltracion, J. Membrane Science, 357 (1-2) 105-108
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

