კავკასიის ენდემური მცენარის Teucrium nuchense K.Koch -ის მიწისზედა გენერაციულ და ვეგეტატიურ ორგანოთა ანატომიური აგებულების თავისებურებანი (Labiatae)
ჩამოტვირთვები
შესწავლილია საქართველოს ფლორის, როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მდიდარი წყაროს კავკასიის ენდემური სახეობის Teucrium nuchense K.Koch-ის, მიწისზედა გენერაციული და ვეგეტატიური ორგანოების ანატომიური აგებულების თავისებურებანი. მიკროტექნიკაში მიღებული კამერალური მეთოდებით კვლევის შედეგად გამოვლენილია პერსპექტიული სამკურნალო მცენარის ანატომიური აგებულების სადიაგნოსტიკო მახასიათებლები.
- nuchense-ს ყლორტის მუხლთშორისის ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედბეი მწყობრად დაგვირისტებულია, სწორხაზოვანი, სუსტად მოხრილ-კუთხოვანი სტრუქტურის, აღჭურვილია ენციკლოციკლური და ტეტრაციკლური ბაგის აპარატით; ბაგეთა ერთმანეთის მიმართ განწყობა ქაოტურია. ყლორტის მუხლთშორისის მონოციკლური ცენტრალური ცილინდრი შედგება უწყვეტი ფლოემისაგან და ერთფეროვანი ქსილების სტრუქტურული ელემენტებისაგან; მერქანში ტრაქეათა და გამტარ ჭურჭელთა სანათურების სიგრძივად მწკრივული ანაწყობები აღიბეჭდება; ყლორტის მერქნის ტრაქეალურ ელემენტთა სანათურები ოვალური და სფეროსებრი მოხაზულობისაა, მათი შიდა ღრუ კი სუსტად კუთხოვანი; გამტარ ჭურჭელთა სანათურების შიდა გარსის გასქელება სპირალური და რგოლურია, ტრაქეათა გარსი კი ფოროვანი; მერქანში რადიალურ სხივთა ერთრიგიანი მწკრივებია დიფერენცირებული.
- nuchense-ს ფოთოლი ბიფაციალური ფორმის, ჰიპოსტომატური, დორზოვენტრალური სტრუქტურისაა; ფოთოლი ორმხრივად შებუსულია მარტივი და ჯირკვლოვანი ბუსუსებით, ასევე ჯირკვლებით; ფოთლის ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები არადაგვირისტებული, მრუდხაზოვანი და მრუდკედლიანი სტრუქტურისაა, აღჭურვილია დიაციტური ტიპის ქაოტურად განწყობილი ბაგეებით. ფოთლის რბილობში დიფერენცირებული გამტარი კონა უკუ-კოლატერალური აგებულებით ხასიათდება.
- nuchense-ს ყვავილის ჯამის ფოთოლაკი შებუსულია კონუსური ბუსუსებით ასევე, სეკრეტორული, სფეროსებრთავიანი ჯირკვლოვანი ტრიქომებით და ჯირკვლებით; ფოთოლაკის მფარავ ქსოვილში აღიბეჭდება ბაგეები; ჯამის ფოთოლაკის რბილობი ერთფეროვანა და აღჭურვილია სრული - კოლატერალური და არასრული - მერქნის ტრაქეალური ელემენტებით წარმოდგენილი, გამტარი კონებით. T. nuchense-ს ყვავილის გვირგვინის ფურცელი ასევგე ერთფეროვანი სტრუქტურისაა და მასში დიფერენცირებული გამტარი კონები არასრულია.
Downloads
თ. კორკოტაძე, “ტუჩოსანთა ოჯახის საქართველოში მოზარდი ზოგიერთი სახეობის ფარმაკოგნოსტური კვლევა”; დისერტაცია, თბილისი 2023, გვ.46-47;
საქართველოს ფლორა ტ. XI; გამომცემლობა „მეცნიერება“,თბილისი 1987; გვ.16,27-8,33-34;
საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა; გამომცემლობა „უნუვერსალი“, თბილისი 2018, გვ.165-173;
ჯ. კუჭუხიძე რ. გაგნიძე, ც. ღვინიაშვილი მ. ჯოხაძე, საქართველოს ფლორის ენდემური ყვავილოვანი მცენარეები; თბილისი 2016, გვ.53-54;
Н.А. Анели; Атлас эпидермы листа; издательство «Мецниереба», Тбилиси 1975; ст.36-37;
E. Sezik et al., “Traditional medicine in Turkey X. Folk medicine in Central Anatolia”; Journal of Ethnopharmacology, 2001, v. 75, p-95-115;
G. Çeliket et al., “Biological activity, and volatile and phenolic compounds from five Lamiaceae species”; Flavour and Fragrance Journal, v. 36, (2), 2021, p. 223–232; doi: 10.1002/ffj.3636
K. Carović-Stankoet et al., “Medicinal plants of the family Lamiaceae as functional foods – a review,” Czech J. Food Sci., vol. 34 (5), pp. 377–390, 2016, doi: 10.17221/504/2015-CJFS;
L. R. Ramos da Silvaet al., “Lamiaceae Essential Oils, Phytochemical Profile, Antioxidant, and Biological Activities,” Evidence-Based Complementary and Alternative Medicine, vol. 2021, pp. 1–18, Dec. 2021, doi: 10.1155/2021/6748052;
Milan Stankovic, Lamiaceae Species Biology, Ecology and Practical Uses; Plants 2018, 7, 19; doi:10.3390/plants7010019, DOI:10.3390/books978-3-03928-419-1 ;
P.Aksoy-Sagirlia et al. - In vitro antioxidant activity, cyclooxygenase-2, thioredoxin reductaseinhibition and DNA protection properties of Teucrium sandrasicum L.; Industrial Crops and Product; 2015, V. 74, p.545-550
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

