3.6 საინჟინრო მეცნიერებები

შრომის უსაფრთხოების განუხრელი დაცვის აუცილებლობა სამედიცინო სექტორში: არსებული პრობლემები, სისტემური გამოწვევები და სტრატეგიული რეკომენდაციები

სამედიცინო სექტორი ბიოლოგიური, ქიმიური, ფიზიკური რისკ ფაქტორები ჯანდაცვა ინსპექტირება

ავტორები

ტომ. 7 No. 2 (2025)
სტატიები
June 25, 2025

ჩამოტვირთვები

სტატია დეტალურად განიხილავს შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობას სამედიცინო სექტორში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის შემცველი სფეროა. პერსონალი ყოველდღიურად ექვემდებარება სხვადასხვა სახის საფრთხეს – ბიოლოგიურს, ქიმიურს, ფიზიკურსა და ფსიქო-სოციალურს, რაც შრომის პირობების მონიტორინგის აუცილებლობას განაპირობებს. 2015–2024 წლების პერიოდში ინსპექტირების ინტენსიურობა არაერთგვაროვანი იყო, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ წლებში, როდესაც საერთოდ არ განხორციელდა ზედამხედველობა. მიუხედავად გარკვეული ჩავარდნებისა, ბოლო წლებიდან მოყოლებული ინსპექტირების მაჩვენებელი მატულობს. 2023 წელს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – შემოწმებულია 47 სამედიცინო დაწესებულება. ეს ტენდენცია პოზიტიურად უნდა შეფასდეს და სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერებაზე მიუთითებს. საერთაშორისო კონვენციები, რეკომენდაციები და სახელმძღვანელოები ხაზს უსვამენ შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობას არა მხოლოდ ინდივიდუალური კეთილდღეობისთვის, არამედ ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ამდენად, აუცილებელია ინსპექტირების პროცესის მუდმივი, მკაცრი და სისტემური განხორციელება, რაც უზრუნველყოფს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას და ხელს უწყობს სექტორის სანდოობასა და ეფექტიანობას.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.