3.6 საინჟინრო მეცნიერებები

ტვირთების მიწოდების სისტემის შერჩევა

მიწოდების ეფექტიანობა მეთოდოლოგია მრავალვარიანტულობა მოდულური პრინციპი მოდელი ინტეგრირებული სისტემა მორფოლოგიური ანალიზი სინთეზის მეთოდები

ავტორები

ტომ. 7 No. 2 (2025)
სტატიები
ივნისი 24, 2025

ჩამოტვირთვები

ტვირთების მიწოდების ეფექტიანობის გაზრდისათვის  შემუშავდა ტვირთების მიწოდების სისტემის შერჩევის მეთოდოლოგია, სადაც გათვალისწინებულია მიწოდების შერჩევის პრობლემის მრავალვარიანტულობის თვისება და  საქონლის განაწილების პროცესების ინტეგრაცია, რაც  განპირობებულია წარმოების და რესურსების ეფექტურობის მოთხოვნით. შედგენილია მიწოდების ინტეგრირებული  სისტემის ფორმირების დიაგრამა; დამუშავებულია ბაზარზე არსებული მრავალი მოდულებისაგან ისეთი მოდულების შერჩევის ამოცანა, რომ დაკმაყოფილდეს კონკრეტული მომხმარებლის გარკვეული მოთხოვნები კონკრეტულ დროს და მიღწეულ იქნას დასახული მიზანი. გაანალიზებულია ტვირთის მიწოდების ინტეგრირებული სისტემის ფორმირების მოდულური პრინციპის არსი; შედგენილია მიწოდების ინტეგრირებული სისტემის ფორმირების დიაგრამა და ნაჩვენებია მიწოდების სისტემის ძირითადი მოდულები.

     მათემატიკური  სახით  განხილულია ტვირთების მიწოდების ინტეგრირებული სისტემის  მოდელი და   მისი ფორმირების ეტაპებად განხორციელების პროცესი.

     მიწოდების სისტემასთან დაკავშირებული - ცხრილის სახით მოცემულია მიწოდების ხარისხის შეფასების პარამეტრების მნიშვნელობების დასადგენი ინფორმაციის მეთოდები და წყაროები. კლიენტის მიერ მიწოდების პროცესზე სუბიექტური მოთხოვნებისა და მოლოდინების წარმოსადგენად გამოყენებულია არამკაფიო სიმრავლეთა თეორიის ელემენტი „კუთვნილების ფუნქცია“. სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე შემოთავაზებულია გარკვეული პარამეტრების მიხედვით კუთვნილების ფუნქციების ტიპები ტვირთის მიწოდების ხარისხის შესაფასებლად. შედგენილია ტვირთის მიწოდების სისტემის შერჩევის მეთოდოლოგია მრავალკრიტერიანობის ფაქტორის გათვალისწინებით და ტვირთების მიწოდების სისტემის შერჩევის ამოცანა რამდენიმე კრიტერიუმის არსებობისას არამკაფიო სიმრავლეთა საფუძველზე. ვარიანტების გენერირების პრობლემის გადასაჭრელად გამოყენებულია მორფოლოგიური ანალიზისა და სინთეზის მეთოდები; მიწოდების სისტემის ფორმირების ამოცანის მორფოლოგიური მეთოდებისა და თავისებურებების ანალიზის საფუძველზე  შემუშავდა ამოცანის ამოსახსნელი სპეციალური მორფოლოგიური ცხრილი.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.