1.5 ფარმაკოლოგია, ტოქსიკოლოგია და ფარმაცევტიკა 4.1 მედიცინა

სალბის ანტიბაქტერიული მოქმედების კოსმეტიკური ფანქრების შემადგენლობის განსაზღვრა და ტექნოლოგიის დამუშავება

ტექნოლოგია კოსმეტიკა ფანქრები ანტიბაქტერიული სალბი

ავტორები

ტომ. 7 No. 2 (2025)
სტატიები
ივნისი 20, 2025

ჩამოტვირთვები

თანამედროვე აფთიაქები მდიდარია კოსმეტიკური პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტით, თუმცა მათი უმეტესობა სინთეზური წარმოშობის კომპონენტებზეა შემუშავებული, მათი გამოყენება ხშირად იწვევს სხვადასხვა გართულებებს და ალერგიულ რეაქციებს, აღნიშნულიდან  გამომდინარე პაციენტების და ექიმების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ნატურალურ კომპონენტებზე  შემუშავებულ კოსმეტიკურ საშუალებებს.

      კანის მოვლის კოსმეტიკურ პროდუქტებს შორის კოსმეტიკურ ფანქრები განსაკუთრებული უპირატესობით გამოირჩევა.  კოსმეტიკური ფანქრები ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსის კონკრეტულ/ლოკალურ უბანზე ხანგრძლივი მოქმედების უნარით. ფანქრების სპეციალური შეფუთვა უზრუნველყოფს პორტატულობას, გამოყენების მოხერხებულობას, ჰიგიენურობას,  ეკონომიურობას,  შენახვის ვადის გახანგრძლივებას.  კოსმეტიკური ფანქრების მნიშვნელოვანი უპირატესობაა ფუძის ბუნებიდან გამომდინარე მასში ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტების  (მცენარეული ექსტრაქტების და  ეთერზეთების, თიხების, პელოიდების და სხვა) შეტანის შესაძლებლობა.      აფთიაქებში სამკურნალო კოსმეტიკური ფანქრების ასორტიმენტი მცირეა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამკურნალო კოსმეტიკური ფანქრების ფორმულაციის შესწავლა, დამუშავება და წარმოება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით  ფარმაციის  აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.       კვლევის მიზანს წარმოადგენდა ნატურალურ პროდუქტებზე შემუშავებული ანტიბაქტერიული მოქმედების  კოსმეტიკური ფანქრების ფორმულაციის, დიზაინის შემუშავება და   ბიოლოგიური შეფასება.         ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა ფანქრების აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტები (სალბის მშრალი ექსტრაქტისა და ეთერზეთის ნარევი) ავლენს მაღალ ანტიბაქტერიულ აქტივობას Streptococcus pyogenes-ის, Escherichia coli-ს, Salmonella typhimurium-ის, Klebsiella pneumoniae-ს, Proteus vulgaris-ის, Shigella flexneri-ს, Enterococcus faecalis-ის და Staphylococcus aureus-ის წინააღმდეგ (in vitro - „Spot Test“).        ლიტერატურული მიმოხილვის, ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და ტექნოლოგიური მახასიათებლების შესწავლის საფუძველზე  საკვლევი ცხრა კომპოზიციიდან შეირჩა კოსმეტიკური ფანქრების ოპტიმალური ფორმულაცია  შემდეგი შემადგენლობით (10 ჩხირისთვის, თითოეული ჩხირის წონაა 2.4): პარაფინი 2.0 გ; აბუსალათინის ზეთი 10.0 გ; კაკაოს ცხიმი 2.0 გ; ემულსიური ცვილი 3.94 გ; ფუტკრის ცვილი 2.0 გ; ლანოლინი 2.0 გ; სალბის ბალახის მშრალი ექსტრაქტი 2.0 გ; სალბის ეთერზეთი 0.06 გ.              ტექნოლოგიური კვლევების საფუძველზე შემუშავდა ანტიბაქტერიული მოქმედების კოსმეტიკური ფანქრების ტექნოლოგიური სქემა და ტექნოლოგიური პროცესი, შედგენილია კოსმეტიკური ფანქრების მომზადების ტექნოლოგიური პროცესის მატერიალური ბალანსი და განსაზღვრულია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.