1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

ზოგიერთი ქიმიური პესტიციდების ეფექტურობა პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილის Tuta absoluta წინააღმდეგ

Tuta absoluta ქიმიური პესტიციდები ეფექტურობა

ავტორები

ტომ. 7 No. 2 (2025)
სტატიები
June 20, 2025

ჩამოტვირთვები

პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილი   - Tuta absoluta (Meyrick) (Lepidoptera: Gelechiidae) არის პომიდვრის კულტურის ძირითადი მავნებელი. იგი  ინვაზიური ოლიგოფაგი მწერია და აზიანებს პომიდორს როგორც მინდვრის, ისე სათბურისა და შენახვის პირობებში. იგი ასევე აზიანებს Solanacaeae-ს ოჯახის  სხვა კულტურულ  წარმომადგენლებს (კარტოფილი, ბადრიჯანი, თამბაქო, გოჯი და სხვ.)  და  ველურ სახეობებს.  T. absoluta პირველად 2011 წელს აღმოაჩინეს საქართველოში, იგი სწრაფად გავრცელდა ქვეყნის ყველა რეგიონში, მისი მაღალი რეპროდუქციული უნარის გამო  და გახდა ძირითადი მავნებელი.  T.absoluta  გავრცელდა და დააზიანა მცენარეები როგორც სათბურებში, ასევე ღია  გრუნტში. ბოლო წლებში  მწერის პოპულაციის სწრაფმა ზრდამ გამოიწვია პომიდვრის მნიშვნელოვანი ზიანი საქართველოში. ზოგადად, დაბალ ზონაში და სათბურში სავეგეტაციო სეზონზე შეიძლება განვითარდეს T. absoluta -ს 8-10 თაობა.

წარმოდგენილი ნაშრომის   მიზანია T. absoluta-ს წინააღმდეგ სხვადასხვა  ქიმიური პესტივიდების გამოყენება და მათი ეფექტურობის დადგენა. 2023 წელს ქარელის რაიონ სოფელ დაბა აგარის მცირე სასათბურე მეურნეობაში მავნებლის წინააღმდეგ გამოვცადეთ პრეპარატები:  კორაგენი, ბელტი, ბრენდონი.

თავდაპირველად, ჩატარდა  Т. absoluta-ს მატლების  მიმართ  რიგი პესტიციდების  გამოცდა, რათა დაგვედგინა მათი ტოქსიკურობა. კორაგენი (0,04 ლ/ჰა), ბელტი (40 მლ/ჰა),   ბრენდონი ( 100 მლ/100 ლ), რომელთა ბიოლოგიური ეფექტურობა შეადგენდა: კორაგენი - 87,5%, ბელტი - 82,2%,    ბრენდონი - 76%. 

 

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.