3.3.1.კომპიუტერული მეცნიერება: კომპიუტერული ქსელები და კომუნიკაციები

ობიექტურ–ორიენტირებული მონაცემთა ბაზების შესახებ

ობიექტურ–ორიენტირებული მონაცემთა ბაზები ობიექტურ–ორიენტირებული მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა მონაცემთა ობიექტური მოდელი ობიექტების განსაზღვრის ენა მოთხოვნების ობიექტური ენა

ავტორები

ტომ. 7 No. 2 (2025)
სტატიები
ივნისი 19, 2025

ჩამოტვირთვები

სტატიაში განხილულია მონაცემთა ბაზების გამოყენების მნიშვნელობა; რელაციურ მონაცეთა ბაზების ნაკლოვანი მხარეები დიდი მოცულობის მონაცემთა დამუშავებისას. აღნიშნულია, რომ  ამ ნაკლოვანებების თავიდან აცილების ერთ–ერთ საშუალებას წარმოადგენს ობიექტურ–ორიენტირებული მონაცემთა ბაზები. ასეთი ბაზების არსი განისაზღვრება ობიექტურ–ორიენტირებული მიდგომით. ობიექტურ–ორიენტირებული მიდგომა გულისხმობს ობიექტურ–ორიენტირებულ პროექტირებას და ობიექტურ ორიენტირებულ პროგრამირებას. ჩამოყალიბებულია ობიექტურ–ორიენტირებული პროექტირებისა და ობიექტურ–ორიენტირებული პროგრამირების ძირითადი ცნებები. 

         მონაცემთა ბაზების აგების ობიექტურ–ორიენტირებული მიდგომისათვის აუცილებელია: 1).მონაცემთა ინკაფსულაცია ე.ი. კლასებისა და ობიექტების გამოყოფა; 2).ცხრილების სტრუქტურის განსაზღვრა; 3).მონაცემებისათვის კლასების მემკვიდრეობის შექმნა; 4).პოლიმორფიზმის უზრუნველყოფა და სხვა.

         აღნიშნულია, რომ ობიექტურ–ორიენტირებულ მონაცემთა ბაზებს  მიეკუთვნება მხოლოდ ის მონაცემთა ბაზები, რომელთა რეალიზაციის ყველა სტრუქტურული ელემენტი აგებულია ობიექტურ–ორიენტირებული მიდგომით. თუ ერთი მაინც სტრუქტურული ელემენტი არ გამოიყენებს ობიექტურ–ორიენტირებულ მიდგომას, მაშინ საქმე გვაქვს ობიექტურ–რელაციურ მონაცემთა ბაზებთან.

ნაშრომში ჩამოყალიბებულია  რელაციურ    მონაცემთა ბაზებთან შედარებით  ოომბ–ის უპირატესობები. ესენია: 1).სისტემის მოდელირების უკეთესი შესაძლებლობები; 2).სტრუქტურის ადვილად გაფართოების უნარი, რაც განპირობებულია ახალი ტიპის მონაცემების (თვისებების) შექმნით, მემკვიდრეობით, ახალი კავშირების დამყარებით და მეთოდების კორექტირების საშუალებებით. 3).რეკურსული მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა დიდი მოცულობის მონაცემებზე ნავიგაციური მეთოდით მიმართვისას;  4).მწარმოებლობის ამაღლება 3–20–ჯერ და მეტად; 5).გამოყენების ფართო სპექტრი (მაგალითად, გამოიყენება მულტიმედიურ სისტემებში, გრაფებში)   და სხვა.

         აღსანიშნავია, რომ ობიექტურ–ორიენტირებული მონაცემთა ბაზები რელაციურ მონაცემთა ბაზებთან შედარებით საჭიროებს 4-5–ჯერ მეტ მეხსიერებას.

         ობიექტურ-ორიენტირებულ მონაცემთა ბაზებში მონაცემებთან წვდომა და  მოთხოვნების შექმნა ხდება პროგრამული კოდით, რომელიც დაწერილია ობიექტურ-ორენტირებულ ენაზე  (მაგ. Java, C++, Python). ზოგიერთ თანამედროვე ობიექტურ-ორენტირებულ მონაცემთა ბაზას აქვს SQL  ენის-ის გაფართოებული ვერსია.

         სტატიაში მოცემულია  თანამედროვე პირობებში ფართოდ გამოყენებული რამოდენიმე ობიექტურ–ორიენტირებული მონაცემთა ბაზების მართვის სისტემის სახეები.   მოყვანილია პროგრამის ფრაგმენტები ერთ-ერთი პოპულარული მონაცემთა ბაზების მართვის სისტემისათვის-Versant Object Database.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.