COVID-19 პანდემიის ეკოლოგიური გავლენა: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ცვლილება საქართველოს დიდ ქალაქებში
ჩამოტვირთვები
კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს დიდ ქალაქებში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მაჩვენებლების (PM10, PM2.5, NO2, CO, O3, SO2) კონცენტრაციის შესწავლა პრე- და პოსტკოვიდურ - 2019-2023, წლებში. მიღებული მონაცემები დამუშავდა Microsoft Exel პროგრამით.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში დიდი ქალაქების ჰაერის დაბინძურება საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომლის მოგვარებაც სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო და სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობას და კოორდინირებულ ქმედებებს მოითხოვს.
მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების რაოდენობის გაზრდა, მოძველებული სატრანსპორტო საშუალებების თანამედროვე ელექტრო- და ჰიბრიდული ტრანსპორტით ჩანაცვლება, დიზელის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი, დიდი ქალაქების ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების ფართობის გაზრდა, ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიება და მშენებლობის ენერგოეფექტური მეთოდების გამოყენება.
სავარაუდოდ, ეფექტური იქნება შემდგომი კვლევის ჩატარება ქვეყნის ყველაზე მეტად დაბინძურებულ რეგიონებში, ქრონიკული არაინფექციური დაავადებების, მათ შორის ფილტვის და სასუნთქი გზების სხვადასხვა პათოლოგიით ავადობის შესწავლის პარალელურად.
Downloads
ნ. ვეფხვაძე, მ.ხორბალაძე, ი. კუგოტი, ნ. ცხოვრებაძე, თ. ქოჩორაძე-მარღიშვილი, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება საქართველოს დიდ ქალაქებში (2019-2021 წწ.), თსსუ სამეცნიერო შრომათა კრებული, 2022, ტ. 56, გვ. 76-79.
ნ. ვეფხვაძე, მ. ხორბალაძე, ნ. კილაძე, ნ. ცხოვრებაძე, ი. ცხოვრებაძე, თ. ქოჩორაძე-მარღიშვილი, ი. კუგოტი, საქართველოს დიდი ქალაქების ატმოსფერული ჰაერის ზოგადი დახასიათება პრეკოვიდურ, კოვიდურ და პოსტკოვიდურ პერიოდში (2019-2023 წწ.), ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, №4, 2023, გვ. 19-23
Annual Air Quality Reports (2019-2023) - National Environmental Agency of Georgia.
Dasandi N, Jankin S, Pantera DK, Romanello M. Public engagement with health and climate change around the world: a Google Trends analysis. Lancet Planet Health 2025; 9: e. 236–44
European Environmental Agency. Air Quality in Europe—2019 Report. Report Nº 10/2019. Available online: https://www.eea.europa.eu/publications/air-quality-in-europe-2019 (accessed on 7 April 2022).
European Environment Agency (EEA). Air Quality in Europe – 2020 Report. EEA09/2020 (published 23 November 2020)
European Commission. Directive 2008/50/EC on Ambient Air Quality and Cleaner Air for Europe. European Parliament and of the Council. 21 May 2008. Available online: https://www.eea.europa.eu/policy-documents/directive-2008-50-ec-of (accessed on 7 April 2022).
Lorenzo-Saez E., Coll-Aliaga E., Oliver-Villanueva J., Prieto del Campo F., Lerma-ArceV., Analysis of the COVID-19 Lockdown’s Impact on Air Quality in the Langer Cities of Spain, Sustainability 2022, 14(9), 5613.
. Manisalidis I, Stavropoulou E, Stavropoulos A, Bezirtzoglou E. Environmental and Health Impacts of Air Pollution: A Review. Front Public Health. 2020 Feb
doi: 10.3389/ fpubh.2020.00014
United States Environmental Protection Agency (EPA). "The Clean Air Act." EPA, 2020.
World Health Organization (WHO). "Air Pollution." WHO, 2025
World Health Organization. WHO Global Air Quality Guidelines. Particulate Matter (PM2.5 and PM10), Ozone, Nitrogen Dioxide, Sulphur Dioxide and Carbon Monoxide; World Health Organization: Geneva, Switzerland, 2021; Available online: https://www.who.int/publications/i/item/9789240034228 (accessed on 7 April 2022).
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

