3.3.1.კომპიუტერული მეცნიერება: კომპიუტერული ქსელები და კომუნიკაციები

მენეჯმენტში რბილი უნარები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით

რბილი უნარები ხელოვნური ინტელექტი მენეჯმენტი ლიდერობა ემოციური ინტელექტი კომუნიკაცია ორგანიზაციული განვითარება

ავტორები

ტომ. 7 No. 2 (2025)
სტატიები
May 30, 2025

ჩამოტვირთვები

წინამდებარე კვლევა შეისწავლის ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიების ეფექტურობას მენეჯერების რბილი უნარების განვითარებაში. კვლევაში გამოყენებულია შერეული მეთოდოლოგია, რომელშიც მონაწილეობდა 150 მენეჯერი სხვადასხვა დარგიდან. კვლევა მოიცავდა ონლაინ გამოკითხვას, ჩაღრმავებულ ინტერვიუებს, შემთხვევების შესწავლას და კონტროლირებად ექსპერიმენტს.

შედეგებმა აჩვენა, რომ AI ინსტრუმენტებს აქვთ მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა რბილი უნარების განვითარებაზე: 78% რესპონდენტმა აღნიშნა კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება, 82%-მა - გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესება, 71%-მა - კონფლიქტების მოგვარების უნარების განვითარება. AI-ზე დაფუძნებული სიმულაციები აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური (85%), განსაკუთრებით კონფლიქტების მოგვარებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარებისთვის.

კვლევამ გამოავლინა გამოწვევებიც: კონფიდენციალურობის საკითხები (68%), ტექნოლოგიაზე ზედმეტი დამოკიდებულების რისკი (57%) და ROI-ის გაზომვის სირთულე (72%). ორგანიზაციულ დონეზე AI-ის დანერგვამ განაპირობა თანამშრომლების ჩართულობის 27%-იანი ზრდა, შენარჩუნების 31%-იანი გაუმჯობესება და პროდუქტიულობის 23%-იანი ზრდა.

კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მოიცავს სტრატეგიული მიდგომის შემუშავებას, AI სიმულაციებში ინვესტიციას, ბალანსირებული მიდგომის შექმნას და ეთიკური გამოყენების პოლიტიკის განვითარებას.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.