1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

აქტინიდიის (კივი) მინერალური კვება

აქტინიდია მინერალური კვება პროდუქტიულობა ქიმიურ-ტექნოლოგიური მახასიათებლები

ავტორები

  • იზოლდა მამულაიშვილი ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, Georgia
  • ვახტანგ გოლიაძე ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, Georgia
  • დავით აფხაზავა ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, Georgia
  • ეკატერინე გობრონიძე ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, Georgia
  • ქეთევან ჩიკაშუა ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, Georgia
ტომ. 7 No. 2 (2025)
სტატიები
May 7, 2025

ჩამოტვირთვები

            ნაშრომში მოცემულია დასავლეთ საქართველოს ტენიანი სუბტროპიკული ზონის პირობებში, წითელმიწა ნიადაგზე გაშენებული, აქტინიდიის განოყიერების სისტემის შემუშავების და ახალი სახის კოპლექსური სასუქების გავლენის შესწავლის მრავალწლიანი შედეგები ნიადაგსა და მცენარეში საკვები ელემენტების შემცველობაზე, მოსავლიანობასა და ნაყოფის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. სავეგეტაციო და მინდვრის ცდების პირობებში დადგენილია ნიადაგში საკვები ელემენტების ოპტიმალური შეფარდება. ახალი სახის კომპლექსური სასუქების გამოყენებით ძლიერდება მცენარის მიერ ნიადაგიდან ფოსფორის შეთვისება, იზრდება მოძრავი კალიუმის რაოდენობა, უმნიშვნელოდ იცვლება ნიადაგის პოტენციური მჟავიანობა, მცირდება ბალასტი ნივთიერებებით ნიადაგის დაბინძურების დონე. შესწავლილია ნიადაგში ძირითად საკვებ ელემენტებს შორის ურთიერთ დამოკიდებულება, რომელიც უზრუნველყოფს მოსავლიანობის ზრდას, და  გავლენა ახდენს ნიადაგის სტრუქტურულ-მექანიკურ შემადგენლობაზე. ახალგაზრდა ნარგაობაში  მინერალური სასუქების ოპტიმალურ თანაფარდობას წარმოადგენს  აზოტის, ფოსფორის და კალიუმის ორმაგი დოზები.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.