მინდობილი პროფესიული საქმიანობა - გზა კომპეტენციებიდან პროფესიონალიზმისკენ
ჩამოტვირთვები
მინდობილი პროფესიული საქმიანობა (EPAs) არის პროფესიული საქმიანობების ერთობლიობა, რომლების დამოუკიდებლად ან მინიმალური ზედამხედველობით შესრულება შეიძლება ენდოს სტუდენტს/რეზიდენტს მას შემდეგ, რაც ის მოახდენს ამ საქმიანობების განხორციელებისას საჭირო კომპეტენციების დემონსტრირებას.
მინდობილი პროფესიული საქმიანობა (EPAs) კონცეფცია მიზნად ისახავს დარგობრივ ცოდნაზე დაფუძნებულ სხვადასხვა კომპეტენციების ინტეგრაციას სანდო პროფესიული უნარების ჩამოყალიბებისთვის. ამ კონცეფციის მიზანი განათლების პროცესსა და ყოველდღიურ სამედიცინო საქმიანობას შორის კავშირის დამყარებაა .
პაციენტისთვის სანდო კლინიკური პროფესიული აქტივობის შესრულების უნარი ექიმად ფორმირების მნიშვნელოვანი საფეხურია, რომელიც ეფუძნება სტუდენტის/რეზიდენტის მიერ შეძენილ კომპეტენციებს და თავისი შინაარსით მიესადაგება ოსტატ-შეგირდობის ძველ მოდელს.
მინდობილი პროფესიული საქმიანობის დანერგვა და შეფასება მოითხოვს კლინიკური კურაციების (ე.წ კლერკშიფის) კლინიკურ სამუშაო ადგილზე ამოქმედებულ. კარგად გააზრებულ სილაბუსს, ორგანიზებულ კლინიკურ გარემოს და სათანადოდ გადამზადებულ განმახორციელებელ პერსონალს.
Downloads
Ten Cate O. 2005. Entrustability of professional activities and competency- based training. Med Educ 39:1176–1177.
Ten Cate O. Entrustment as Assessment: Recognizing the Ability, the Right, and the Duty to Act. J Grad Med Educ. 2016;8(2):261-262. doi:10.4300/jgme-d-16-00097.1
Olle ten Cate. An updated primer on entrustable professional activities (EPAs). Revista
Brasileira de educacao medica. 43. (Suppl 1), 2019, pp.712-720.
Carraccio C, Burke AE. 2010. Beyond competencies and milestones: Adding meaning through context. J Grad Med Educ 2:419–422.
Veldhuijzen W, Mogendorff K, Ram P, van der Weijden T, Elwyn G, van der Vleuten C. 2012. How doctors move from generic goals to specific communicative behavior in real practice consultations. Patient education and counseling. Thesis.
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

