1.5 ფარმაკოლოგია, ტოქსიკოლოგია და ფარმაცევტიკა

მინერალების შემცველი პრეპარატების გამოყენების პერსპექტივები კოსმეტოლოგიაში

კოსმეტოლოგია პელოიდები მიკრო- და მაკროელემენტები პრეპარატები

ავტორები

ტომ. 7 No. 2 (2025)
სტატიები
April 12, 2025

ჩამოტვირთვები

ვიტამინების და მცენარეული კომ­პონენტებისაგან განსხვავებით,  მინერალების კოსმეტიკური დანიშნულებით  გამოყენების სარგებელი  კანის მიმართ, დიდწილად იგნორირებულია და მათი შემცველი საშუალებები იშვიათად გამოიყენება. სწორედ ამიტომაც კოსმეტიკურ პრაქტიკაში მინერალური მარი­ლების გამოყენების სარგებლისა და რისკების შესახებ არსებული სამეცნიერო მონაცემების ანალიზი, შეფასება და მათი გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა თანამედროვე მედიცინისა და კოსმეტოლოგიისათვის. ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მიკრო- და მაკროელემ-ენტებით მდიდარი კოსმეტიკა გამოირჩევა მოქმედების ფართო სპექტრით: ამშვიდებს კანს, აღადგენს pH-ის ბალანსს, აუმჯობესებს ჟანგბადის ცვლას, ხსნის ანთებას, ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, ახდენს წყალ-მარილოვანი ბალანსის ნორმალიზებას, ზრდ-ის კანის ტურგორს და ელასტიკურობას, ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას და ამაგრებს კანის ბარიერს. ხშირად, კოსმეტიკური საშუალების სახით მოწოდებულია თვით სამკურნალო ტალახი. ასე მაგალითად, მკვდარი ზღვის ტალახი არის პროდუქციის ცალკე ხაზი.  ეს გამოწვეულია იმით, რომ სამკურნალო ტალახი მეტწილად ქიმი­ურად და ბიოლოგიურად არის თვითკმარი ნივთიერება, რომელსაც აქვს გამოსაყენებ­ლად მოსახერხებელი კონსისტენცია. ტალახის მკურნალობას აქვს მრავალი უკუჩვენება და სამკურნალო ტალახის უკონ­ტრო­ლო გამოყენებამ, თუნდაც კოსმეტიკური მიზნებისთვის, შეიძლება გამოიწვიოს გართუ­ლე­ბები. სუფთა სამკურნალო ტალახი არ შეიძლება ჩაითვალოს კოსმეტიკურ პროდუქტად, რადგან ეს გულისხმობს უსაფრთხოებას დამოუკიდებლად გამოყენებისას. თანამედროვე პირობებში პელოიდების გვერდითი ეფექტების, არასასიამოვნო ორგანოლეპტიკური თვისებების თავიდან აცილებისა და   მასში არსებული მინარევებისაგან გათავისუფლების მიზნით, კოსმეტიკური ნაწარმის მისაღებად ნედლეულის სახით იყენებენ არა უშუალოდ პელოიდებს, არამედ მის გადამუშავების პროდუქტებს. ღებულობენ გამონაწვლილებს, კონცენტრატებს და ა.შ. ტალახის გადამუშავების პროდუქტებზე დაფუძნებული კოსმეტიკური  ფორმულა­ციები  პელოიდური პრეპარატების გარდა, შეიცავს სხვა კომპონენტებსაც - მცენარეულ ზეთებს,  ექსტრაქტებს, ვიტამინებს  და ა.შ. დღეისათვის მინერალების შემცველი კოცმეტიკური საშუალებები წარმოდგენილია კრემების, ლოსიონების, შამპუნების, კოსმეტიკური რძის, ნიღბების, ფირფიტების და სხვა აპლიკაციური ფორმების სახით. მინერალების შემცველი კოსმეტიკური პროდუქცია იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. კანის საფარველი ყოველდღიურად კარგავს მინერალურ მარილებს. სწორად შერჩეული კანის მოვლის საშუალებები ხელს უწყობენ ელემენტებით შევსებას, რაც დადებითად აისახება ეპიდერმისის გარეგნულ სახეზე.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.