3.3.1.კომპიუტერული მეცნიერება: კომპიუტერული ქსელები და კომუნიკაციები

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების გამოყენების ეფექტიანობის შეფასების ბიზნეს-პროცესის დაპროექტება

ინფორმაციული სისტემის და ტექნოლოგიების ეფექტიანობის შეფასება ბიზნეს-პროცესი ბიზნეს-პროცესის მოდელირება და შეფასება

ავტორები

ტომ. 7 No. 2 (2025)
სტატიები
April 2, 2025

ჩამოტვირთვები

            ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირებისთვის  ინფორმაციული ტექნოლოგიები  და სისტემები სწორად უნდა იყოს არჩეული/დაპროექტებული, დანერგილი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწორად უნდა მიმდინარეობდეს მათი განვითარება. ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები არ ინერგება და არ ვითარდება სპონტანურად, მათი  დაპროექტება/შეძენა, დამუშავება, განვითარება ხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიების და მის ფარგლებში ინფორმაციული სისტემების სტრატეგიის საფუძველზე. შეიძლება ითქვას, რომ  ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების სასიცოცხლო ციკლის თითოეული ეტაპის სამუშაოების განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მათი ეფექტიანობის შეფასება. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების ეფექტიანობის შეფასება ხდება სხვადასხვა მიდგომებისა და მეთოდების გამოყენებით განსხვავებულ პარამეტრებზე ყურადღების გამახვილებით. არსებობს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების ეფექტიანობის შეფასების მრავალი სახის პარამეტრი და მათი კლასიფიკაცია. ნაშრომში განხილულია კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც პარამეტრები იყოფა მათი შეფასების მეთოდებით ორ ჯგუფად: შეფარდებითი და აბსოლუტური შეფასების. შეფარდებითი შეფასება იყოფა შემდეგ ჯგუფებად - ამოცანების შესრულების და შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებლების შეფასებად, ხოლო აბსოლუტურ შეფასებაში ერთიანდება  ოპერაციული, ტექნიკური და ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლების შეფასება. ნაშრომში მოყვანილია შესაბამისი ეფექტიანობის მაჩვენებლები და მათი შეფასების მეთოდები. აღსანიშნავია, რომ შეფასების პარამეტრების და მეთოდების სიმრავლე განაპირობებს გარკვეულ პრობლემებს მათი შერჩევის თვალსაზრისით. თითოეული კომპანია თვითონ  ირჩევს,  თუ რა პარამეტრების მიხედვით და,  შესაბამისად, რა მეთოდებით შეაფასოს ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების ეფექტიანობა. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების ეფექტიანობის შეფასების პროცესს, რომელიც თავის მხრივ სწორად და ოპტიმალურად უნდა იყოს წარმართული. ამ მიზნით წარმოდგენილია ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების ეფექტიანობის შეფასების ბიზნეს-პროცესის შემუშავება, ბიზნეს-პროცესის მოდელის აგება, მისი სიმულაცია და ამ სიმულაციის შედეგების განხილვა.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.