საზრდო ნივთიერებების არასასურველი გარდაქმნები კვებისწინა სითბური გადამუშავების პროცესში და მათი თავიდან აცილება
The article discusses the issues of ensuring the safety and preservation of the biological activity of food products during processing and storage
ჩამოტვირთვები
ნაშრომი ეხება თანამედროვე პირობებში საკვები პროდუქტების წარმოების ერთ-ერთ აქტუალურ მხარეს- მათი გადამუშავებისა და ხარისხის შენარჩუნების საკითხებს, კერძოდ: იაფი, არატრადიციული ნედლეულიდან ფუტკრისათვის მაღალხარისხიანი საკვები საშუალებების შექმნას. ამ პრობლემის გადაჭრის დროს აღმოჩნდა, რომ ადრე შექმნილი ტექნოლოგიები ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხო პროდუქტების მიღებას: წარმოიქმნება როგორც ადამიანისათვის, ისე ფუტკრისათვის მავნე ნაერთები: დაჟანგული ფლავონოიდები, 5-ჰიდროქსიმეთილფურფურალი. გარდა ზემოაღნიშნულისა, მკვეთრად გაუარესებულია ხილეულიდან მიღებული პროდუქტების ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები ( ფერი, სუნი, გემო). უფრო მეტიც, ეს ნივთიერებები ამჟღავნებენ აშკარად გამოკვეთილ ტოქსიკურ თვისებებს. ამ არასასურველი მოვლენების აღსაკვეთად ავტორის მიერ შემუშავებულ იქნა დაბალ ტემპერატურაზე (<700C) ხსნარებისა და თხევადი მექანიკური ნარევების კონცენტრირების ახალი ხერხი ( საქპატენტი, საავტორო უფლება # 5870, 2014), რამაც საშუალება მოგვცა, თავიდან აგვეცილებინა ზემოაღნიშნული ნივთიერებების წარმოქმნა; -თანამედროვე ბიოტექნოლოგიური ხერხების გამოყენებით, კერძოდ, ფერმენტული პრეპარატების მეშვეობით გადაწყდა ფუტკრის ერთ-ერთი პერსპექტიული პროდუქტის-ჭეოს წარმოების პრინციპულად განსხვავებული ხერხის შექმნა: იგი მიღებულ იქნა უშუალოდ ყვავილის მტვრიდან, ლაბორატორიულ ან საწარმოო პირობებში რძემჟავა დუღილის განხორციელებით, რამაც თავიდან აგვაცილა ფუტკრის ბუდეში არსებული უსუფთაობანი, ფიჭების დაზიანებისა და მზა პროდუქტში ფუტკრის სამკურნალო პრეპარატების მოხვედრის საფრთხე, გაზარდა ჭეოს წარმოებისა და ექსპორტირების შესაძლებლობანი.
Downloads
Root A. et al. A, B, C and X, W, Z of Bee Culture. Tbilisi, 1982 (Geo); 2.Madzgarashvili G. Perfection of Technologies of the Bee Products Processing, Preparing and Using of their Substitutes for Honeybees. M., Thesis ,1988 (Rus); 3.Madzgarashvili G. Making Bee Bread from Pollen without Bee Colonies. Saqpatenti, copyright #8123, 2020 (Geo); 4.Madzgarashvili G., Zarqua Ts., Iarovenco V., Dobrolinskaia G., Serova U., Jak G. Method of Hydrolysis of Food Sugar. Patent of Former USSR # 578 341C 13 K 3/00, 1977 (Rus); 5. Tew J. Honey and Wax- Consideration of Production… Manual “The Hive and The Honey Bee”, 2010, p. 657; 6.Madzgarashvili G. Technology of Thickening of Solutions and Liquid Mechanical Mixtures at Low Temperature. Saqpatenti, copyright #5870, 2014 (Geo); 7. Biehler E. et al For Carotenoid Determination in Frequently Consumed Fruits and Vegetables. Journ. Of Food Sci., 2010, vol. 00, C1-C7; 8.Shatirishvili Sh. Winemaking, 2005, Thesis, Tbilisi (Geo); 9.Natural Honey. Specifications of Former Latv. SSR TU 290-60, H 41. Determination of Hydroxymethilfurfural, 1967, p. 10 (Rus); 10.Hudziki J. Kirby- Bauer disk Diffusion Susceptibility Test Protocol. Amer. Soc.for Microbiol. 2016, p. 1-23; 11.Tunikov g., Lebedev V., Kirianov I. The Technologies of Bee Products Production and Processing. M., Colossus, 2001 (Rus).
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

