2.5 სოციალური მეცნიერებები

ხელისუფლების და ოპოზიციის თანაარსებობის თავისებურებები საქართველოში

ხელისუფლება ოპოზიცია კონსენსუსი ლიბერალიზმი კონსერვატიზმი ინტერესები

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები
March 28, 2025

ჩამოტვირთვები

ნებისმიერი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობის კულტურა, თუ რამდენადაა თანხმობა პოლიტიკურ ძალებს შორის დემოკრატიის საბაზისო ღირებულებების ირგვლივ და პოლიტიკური პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში ვითარდება თუ ცდება კონსტიტუციაში დეკლალირებულ ნორმებს. საქართველოში ზვიად გამსახურდიას ეთნოპოლიტიკური შეფერილობის ეროვნულ–დისიდენტური,   ედუარდ შევარდნაძის ნეონომენკლატორული, მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური ნეოლიბერალურ–ავტორიტარული და ბიძინა ივანიშვილის მემარჯვენე  კონსერვატიული ხელისუფლებების დროს პოლიტიკაში დამკვიდრდა გარკვეული თამაშის წესები, რომლებიც თვითოეული პოლიტიკური ძალის მმართველობის სპეციფიკით  ხასიათდება, მაგრამ გააჩნიათ საერთო მახასიათებლები: პროფესიული უნარ–ჩვევები მერეხარისხოვანია კადრების რეკრუტირების პროცესში იშვიათი გამონაკლისის გარდა): გამსახურდიას დროს ერთგულებასთან ერთად ეროვნულ მოძრაობაში დამსახურება იყო, შევარდნაძესთან ნეონომენკლატურული კომუნისტური წარსული, სააკაშვილთან ევროპული განათლება, ახალგაზრდული ასაკი და „ნაციონალური პარტიის“ წევრობა, ივანიშვილის ხელისუფლებაც თავს თვითკმარ პოლიტიკურ ძალად აცხადებს, დასავლურ განათლებასთან ერთად ლიდერისადმი ერთგულებას ითვალისწინებს. ოთხივე ხელისუფლებას, სხვადასხვა დოზით, მთავარ იდეოლოგიურ ორიენტირად ნაციონალისტურ იდეოლოგია აქვს. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, წარუმატებლობები ქვეყნის მოდერნიზაციის გზაზე ძირითადათ ხელისუფლებების დაბალი კვლიფიკაციითა განპირობებული და ძნელია მათი ანალიზი  ფასეულობითი კვლევის მეთოდზე დაყრდნობით: ხელისუფლებას  და ოპოზიციას რთულია ვუწოდოთ პოლიტიკური ელიტა, რადგანაც მასში ძალიან მცირეა განსწავლული–მმართველობითი უნარ–ჩვევების მქონე ადამიანები. თუმცა, თუ ალტიმეტრიულ მიდგომას გამოვიყენებთ პოლიტიკურ ელიტად მოიაზრება ხელისუფლების უმაღლეს საფეხურზე მდგომი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ლიდერთან ერთად ღებულობენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს (არ აქვს მნიშვნელობა როგორ გავლენას ახდენს ისინი ქვეყნის განვითარებაზე). ამ გაგებით ელიტები არსებობენ საზოგადოების განვითარების ნებისმიერ საფეხურზე. გამსახურდიას ხელისუფლების დროს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობის კულტურა ფაქტობრივად არ არსებობდა, რადგანაც პოლიტიკური სუბიექტების ქმედებები არ იზღუდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტებითა და კონსტიტუციური ნორმებით; შევარდნაძის ხელისუფლება პირველ ეტაპზე ძალაუფლებას იყოფდა კრიმინალურ სამყაროსთან, მხოლოდ მოგვიანებით ხელისფლების ლეგიტიმური ინსტიტუტების  და კონსტიტუციის მიღების შემდეგ პოლიტიკურ პროცესში მკვიდრდება კონსტიტუციური ნორმების დაცვის აუცილებლობა, თუმცა ძალისმიერი მეთოდებისკენ მიდრეკილი ქვეშევრდომული პოლიტიკური კულტურა კვლავ დომინანტურ როლს თამაშობს. შევარდნაძე, გამსახურდია, სააკაშვილი, ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად იყენებდნენ „მტრის ხატის“ მოდელირების საბჭოთა პრაქტიკას. ქართულ სინამდვილეში იდეოლოგიურ ორიენტირებს მეორეხარისხოვანი როლი უკავია, როგორც ხელისუფლების შიგნით, ისე ოპოზიციურ სპექტრში: საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები განსაზღვრავენ პოლიტიკური ძალის ლიბერალური დემოკრატიისადმი კუთვნილებას თუ პირიქით კონსერვატორობას, რომელიც ავტორიტარიზმთან და რუსეთთან ასოცირდება (იმედია, ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლა შეცვლის ამდაგვარ მიდგომას, რადგანაც განვითარებული ქვეყნები ყოველთვის ორ იდეოლოგიაზე დგანან, როგორც ეს დასავლეთის დემოკრატიებშია). ლიბერალიზმის და კონსერვატიზმი სალანძღავ კონტექსტში გამოიყენება (მაგ; „ლიბერალური ფაშიზმი“) და ოპოზიცია ხელისუფლების საურთიერთობო ლექსიკაში დემოკრატიისათვის დამახასიათებელი ტერმინები (კონსენსუსი, თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსარგებლობა) თითქმის არ იხმარება. ასპარეზზე გამოვიდნენ ე.წ. „ტოტალიტარული პიროვნებები“, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს, მართალ–მტყუანის, თეთრისა და შავის, მოღალატე–პატრიოტის ტერმინოლოგიით ახასიათებენ. ადრე, მსგავსმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა, მართალია დღეს ინსტიტუტები და რესურსები ქვეყანას განსხვავებული აქვს, მაგრამ კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდება  ეროვნული ინტერესები.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.