3.6 საინჟინრო მეცნიერებები

ჭიათურის მანგანუმის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის გადამუშავების ტექნოლოგიის შემუშავება

მანგანუმის შლამები ცენტრიდანული კონცენტრატორი მორეცხვა სინჯი კონცენტრატი

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები
March 21, 2025

ჩამოტვირთვები

ჭიათურის მანგანუმის მადნები მიეკუთვნება დანალექ ქანებს და ხასიათდება თიხების დიდი რაოდენობის შემცველობით. გადამუშავების სრულყოფილი ტექნოლოგიის განხორციელებისათვის აუცილებელია მადნებიდან თიხის ფრაქციის მოშორება, რომელიც ხორციელდება მორეცხვის ოპერაციის საშუალებით. მორეცხვის შედეგად მიიღება მორეცხილი მასალა და შლამები. მორეცხილი მასალა წინასწარი კლასიფიკაციის შემდეგ გადამუშავდება გრავიტაციული (დალექვა) მეთოდით და მიიღება სასაქონლო პროდუქცია. შლამები, რომელშიდაც თიხა შემცველი მინერალების გარდა დიდი რაოდენობით გადადის მანგანუმის წვრილმარცვლოვანი (-1 მმ) ფრაქცია, არ განიცდის გადამუშავებას და ჩაედინება მტკნარი აუზის წყლებში. შლამებში მანგანუმის შემცველობა ცვალებადობს 12-16 %. შლამებიდან მანგანუმის ფრაქციის ამოკრეფის მიზნით ჩატარებული კვლევები, დღესდღეობით არ იძლევა საშუალებას სრულყოფილად ამოკრეფილი იქნას სასაქონლო პროდუქცია. ნაშრომში განხილულია მანგანუმის შლამების გამდიდრების სრულყოფილი ტექნოლოგიის შემუშავების მიზნით  ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევის შედეგად შემუშავებული ტექნოლოგიით შლამებიდან მანგანუმის შემცველობით 13.7 %, მიღებულია მანგანუმის მე-3 ხარისხის კონცენტრატი  გამოსავლით ოპერაციიდან 25.22 %,  მანგანუმის შემცველობით 37.8 %, ამოკრეფით 69.6 %. ამრიგად, შემუშავებული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შლამებიდან დამატებით მიღებული იქნას სასაქონლო პროდუქცია და შესაბამისად მკვეთრად  გაუმჯობესდეს მდ. ყვირილის და რიონის აუზების ეკოლოგიური მდგომარეობა [1-4].

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.