შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და სამშენებლო სექტორის გამოწვევები
ჩამოტვირთვები
სამშენებლო სექტორი ეკონომიკის ძირითადი დარგია, ჰყავს სხვადასხვა სპეციალობებისა და კვალიფიკაციის უამრავი დასაქმებული, თითმის ყველა სამუშაო დაკავშირებულია მძიმე ტრავმებთან და პროფესიულ დაავადებებთან. აქედან გამომდინარე, უბედური შემთხვევების სტატისტიკურ მაჩვენებლებში მუდმივად იკავებს წამყვან პოზიციას. ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მოთხოვნები სავალდებულოა დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ნებისმიერი წრისათვის. 2023 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი ფატალური უბედური შემთხვევების რაოდენობამ 34შეადგინა, რომელშიც მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ და აქედან 21 უშუალოდ მშენებლობაზე მოდის. შესაბამისად, მეტია მძიმე და კიდევ უფრო მეტი საშუალო სიმძიმის ტრავმები. ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს მენეჯმენტი მშენებლობაში მოიცავს კრიტიკულ და მიუკერძოებელ მიდგომას სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების, შეფასების და შემცირების მიზნით. იგი მოიცავს პრაქტიკის ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია სამუშაო ადგილზე ავარიების, პროფესიული დაავადებების და გარემოზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემები აერთიანებს პოლიტიკას, პროცედურებს, ტრენინგს და მონიტორინგის მექანიზმებს უსაფრთხოების რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობიასა და სამშენებლო ინციდენტების მინიმუმამდე დაყვანას. შრომის უსაფრთხოების როლი მშენებლობაში მრავალმხრივი და სვალდებულოა. მისი ძირითადი მიზანია დაიცვას დასაქმებულთა ფიზიკური კეთილდღეობა. ეს გულისხმობს უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას, შესაბამისი პერსონალური დამცავი აღჭურვილობის უზრუნველყოფას და სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რათა გაზარდოს მუშაკების ინფორმირებულობა და კომპეტენცია პოტენციურ საფრთხეებთან მიმართებაში. ეფექტური მენეჯმენტი ასევე მოიცავს უბნის რეგულარულ ინსპექტირებას, რისკების შეფასებას და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურების ჩამოყალიბებას ნებისმიერი ინციდენტის დროულად მოსაგვარებლად, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამა თუ იმ სამუშაო სივრცეში. შრომის უასფრთხოება მშენებლობაში ვრცელდება გარემოს დაცვაზეც. სამშენებლო საქმიანობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბუნებრივ გარემოზე. გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმები შემუშავებულია ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხზე სამშენებლო საქმიანობების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად, რითაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და მის მოფრთხილებას. თანამედროვე გაუმჯობესებული კანონმდებლობისა და დარგობრივი სტანდარტების დაცვა, გარდა უსაფრთხოებისა, მორალური და ეთიკური პრინციპების მოთხოვნაა,იგი ხელს უწყობს სამშენებლო კომპანიების პოზიტიურ რეპუტაციას, აძლიერებს კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს მათი მომავალი პროექტების წარმატებულგანხორციელებას.
Downloads
ნ. რაზმაძე, ნ. რატიანი „შრომის უსაფრთხოება მშენებლობაში”. გამ-ბა „ტექნიკური უნივერსიტეტი“. ISBN 978-9941-28-841-8. 2023 წ.
N. Razmadze, N. Ratiani, A. Korkotadze. „Improvement of safety measures in construction by using modern railing and fall arrest systems“. TASHKENT INTERNATIONAL CONGRESS ON MODERN SCIENCES - III. TASHKENT CHEMICAL-TECHNOLOGICAL INSTITUTE. April 22-23, 2024. Tashkent, Uzbekistan. ნ.რაზმაძე ნ. რატიანი, ა. კორკოტაძე. „მშენებლობაზე უსაფრთხოების ღონისძიებათა გაუმჯობესება თანამედროვე მოაჯირული და საჭერი სისტემების გამოყენებით“. ტაშკენტის ინტერნაციონალური კონგრესი თანამედროვე მეცნიერებებში-III.
ნ. რაზმაძე, ნ.რატიანი მ.ქიტოშვილი,ა.კორკოტაძე. „უბედური შემთხვევების და პროფდაავადებათა რისკ-ფაქტორები მშენებლობაში“. ქართულენოვანი მრავალდარგობრივი სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „მეცნიერება და ტექნოლოგიები“ #1 (744 ). 2024 წ. ISSN 0130-7061 Index 76127
ნ.რაზმაძე, ნ. რატიანი, მ.ქიტოშვილი. ნ.მაჭავარიანი. „უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკების შეფასება მშენებლობაში“. ქართულენოვანი მრავალდარგობრივი სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „მეცნიერება და ტექნოლოგიები“. #1 (747 ). 2025 წ.
N. Ratiani, M. Darakhvelidze. N. Razmadze. “Establishing a system of hazard identification and risk assessment and existing flaws”. Georgian Engineering News. #2, vol.101, 2024. 14-20 pg. ნ. რატიანი, მ. დარახველიძე, ნ.რაზმაძე „საფრთხის იდენტიფიცირებისა და რისკის შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და არსებული ხარვეზები“.
ნ. რაზმაძე, ა. კორკოტაძე, ნ.რატიანი . “სიმაღლეზე მუშაობის შესაძლო საფრთხეების კონტროლი მოაჯირული და საჭერი სისტემების მაგალითზე“. სტუ, შრომების კრებული #1 (531). 2024 წ. UDS 658. 382. SCOPUS CODE 2213.
ნ. რაზმაძე, ნ.რატიანი, ა. კორკოტაძე. „სიმაღლეზე მომუშავეთა ფიზიკური საფრთხეების მინიმიზაციის საშუალებები“ (მოხსენება და სტატია ინგლ. ენაზე) მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია: „ინოვაციური ტექნოლოგიები მშენებლობაში“. სტუ. სამშენებლო ფაკულტეტი. 15-16 თებერვალი, 2024 წ. „Means of minimizing physical hazards of workers at height“.
N. Razmadze, N. Ratiani, A. Korkotadze. “IMPROVING SAFETY MEASURES FOR WORKERS AT HEIGHT”. International Marmara scientific research and innovation congress. ISTANBUL, JANUARY 27-28. 2024. ნ. რაზმაძე, ნ. რატიანი, ა. კორკოტაძე. “სიმაღლეზე მომუშავეთა უსაფრთხოების ღონისძიებების გაუმჯობესება”. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების კონგრესი. სტამბოლი, 27-28 იანვარი, 2024წ.
ნ. რატიანი, ნ. რაზმაძე, მ. დარახველიძე. „შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და განვითარება საქართველოსა და სხვა ქვეყნებში“. ქართველი მეცნიერები, 150-166გვ. (2024). https://journals.4science.ge/index.php/GS/article/view/3097/3089
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

