4.1 მედიცინა

უკანა კაფსულის ხელოვნური ბროლის იმპლანტაციის შემდგომი შემღვრევის პრევენცია და მკურნალობა

უკანა სუბკაფსულური კატარაქტა უკანა კაფსულის შემღვრევა თვალშიდა ბროლი უკანა კაფსულორექსისი Nd:YAG ლაზერული კაფსულოტომია კატარაქტის ქირურგია

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები
марта 17, 2025

ჩამოტვირთვები

უკანა სუბკაფსულური კატარაქტა ბროლის უკანა კაფსულის შემღვრევითა და გამჭირვალობის დაკარგვით მიმდინარე დაავადებაა, რომელიც პირველადად ან მეორეულად - პირველადი კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ ვითარდება და იწვევს მხედველობის სიმახვილისა და კონტრასტული მგრძნობელობის დაქვეითებას. კატარაქტის ქირურგიის მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, მეორეული უკანა სუბკაფსულური კატარაქტა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად კლინიკური მედიცინისა და ჯანდაცვისათვის. მოცემულ ნაშრომში განხილულია დაავადების პათოგენეზი და თანამედროვე პრევენციული და თერაპიული სტრატეგიები, რომლებიც ფოკუსირებულია ხელოვნური თვალშიდა ბროლის დიზაინსა და მასალაზე, ასევე, ლაზერულ და ქირურგიულ ტექნიკასა და ფარმაკოთერაპიაზე. პრევენციული თვალსაზრისით შედარებულია აკრილისა და სილიკონის, ჰიდროფილური და ჰიდროფობური ბროლების ასოციაცია მეორეული სუბკაფსულური კატარაქტის განვითარებასა და დამატებითი მკურნალობის საჭიროებასთან. ქირურგიული საპრევენციო მიდგომები მიზნად ისახავს ბროლის ეპითელური უჯრედებისა და მათი პროლიფერაციის პოტენციალის მინიმიზებას, რაც შესაძლებელია ქერქოვანი მასების საფუძვლიანი გაწმენდა-გაპრიალებით, ჰიდროდისექციით ან უკანა კაფსულორექსისით, რომელთაგან უკანასკნელი განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია. ფარმაკოთერაპიული მიდგომები ჯერ-ჯერობით მხოლოდ თეორიულ ხასიათს ატარებს. ხაზგასასმელია, რომ არსებული მონაცემები დამატებითი კვლევებით დაზუსტებას საჭიროებს. რაც შეეხება მკურნალობას, განხილულია Nd:YAG ლაზერული უკანა კაფსულოტომიის მეთოდი მისი გამოსავლითა და დღეისათვის არსებული გამოწვევებით. ვინაიდან უკანა სუბკაფსულური კატარაქტა ოფთალმოქირურგიის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, მნიშვნელოვანია როგორც ინტერდისციპლინური მიდგომა ბროლის დიზაინისა და მასალის დახვეწის მიზნით, ისე ნაკლებად შესწავლილი პრევენციული მიდგომების საფუძვლიანი კვლევა და დახვეწა.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.