2.5 სოციალური მეცნიერებები

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მასმედიის, კერძოდ ტელევიზიის, ინტერესი განათლების საკითხებისადმი (სამეცნიერო სტატიების მიმოხილვა)

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მასმედია ინტერნეტი ტელევიზია საქართველოს ტელევიზიები სომხეთის ტელევიზიები აზერბაიჯანის ტელევიზიები განათლება განათლების საკითხები განათლების პოლიტიკა საგანმანათებლო გადაცემები

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები
March 14, 2025

ჩამოტვირთვები

ვინაიდან მასმედია მიიჩნევა იმ ძალად, რომელსაც საზოგადოებრივ აზრზე შეუძლია მოახდინოს ზეგავლენა,  საინტერესოა, არასათანადო დროის გამოყოფა საეთერო ბადეში განათლების საკითხებისადმი და მწირი რაოდენობის საგანმანათლებლო გადაცემები რა ტიპის მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საზოგადოების ცნობადობასა და  მსოფლმხედვლობასთან. ქვემოთ მოცემული ცხრა აკადემიური ნაშრომი შეეხება განათლების საკითხებისადმი ინტერესის დონეს, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, ასევე მეცნიერებისა თუ მკვლევრების მხრიდან. კვლევის ფოკუსში მოქცეულია ურთიერთკავშირი განათლების, მასმედიისა და ინტერნეტის (როგორც ინფორმაციის მოძიების ახალი ინსტრუმენტის) ურთიერთკავშირზე. ავტორები თავიანთ ნაშრომებში განიხილავენ ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების ურთიერთზეგავლენას, აღნიშნავენ იმ განმაპირობებელ ფაქტორებს, რომელთა გამოც არ/ვერ ხდება ფართო საზოგადოებისთვის ახალი ცოდნის შეთავაზება ხარისხიანი მედიაპროდუქტის სახით. უკვე ჩატარებულ კვლევებში მასობრივი კომუნიკაციების საშუალებები, კერძოდ -ტელევიზია, განიხილება იმ მძლავრ ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც შეიძლება სწავლა-სწავლების პროცესში პროგრესირებადი პროცესების მიღება. აგრეთვე დიდი ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესში ახალი მედიის ჩართვას, თუმცა არა მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, არამედ მკვლევრებისთვის საინტერესოა ის უარყოფითი მხარეებიც, რომლებიც თან ახლავს ახალი მედიის ჭარბად გამოყენებას. განხილული კვლევების ანალიზის ნაწილში  გამოკვეთილია ახალი მედიისა და ტელევიზიის შედარება, დასახელებულია თითოეულის ძლიერი და სუსტი მხარეები და მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა შემთხვევებში შეუძლია ამ მედიუმებს და ზოგადად-მასმედიას, მომხმარებლისთვის გახდეს დამხმარე ძალა და ცოდნის მიღების წყარო.

 ცხრავე სამეცნიერო სტატიაში ფიგურირებს შემდეგი მოცემულობა: 
 ა) აუდიტორიისთვის შემეცნებითი/საგანმანათლებლო ინფორმაციის  არასაკმარისი მოცულობით  მიწოდების პრობლემა; ბ) ინტერნეტისა და ტელევიზიის არასათანადოდ, ჭარბად გამოყენების პრობლემა; გ) მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების მიერ შემეცნებითი მედია-პროდუქტის არასათანადო პოპულარიზაციის პრობლემა. ეს ყოველივე მკვლევრების აზრით, იწვევს საზოგადოების გონებრივი შესაძლებლობების განვითარების შეფერხებას, ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩახშობასა და ზოგადი განათლების შემცირებას.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.