4.1 მედიცინა

CD44, FOXP3 და Ki67, როგორც საკვერცხის უმწიფარი ტერატომების აგრესიულობისა და მეტასტაზირების პოტენციალის პროგნოზული მარკერები

საკვერცხის უმწიფარი ტერატომა Ki67 CD44 FOXP3 იმუნური სუპრესია

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები
March 6, 2025

ჩამოტვირთვები

საკვერცხის უმწიფარი ტერატომა იშვიათი გერმინაციულ უჯრედული სიმსივნეა, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა ხარისხის ნეიროეპითელური დიფერენციაციითა   და ავთვისებიანი პოტენციალით. ჩვენი კვლევა აფასებს Ki67-ის, CD44-ისა და FOXP3-ის როლს, როგორც სიმსივნის აგრესიულობის, პროგრესირებისა და მეტასტაზური პოტენციალის  ინდიკატორებს. ჩვენი კვლევის ფარგლებში ჩატარდა რეტროსპექტული კოჰორტული კვლევა იმუნოჰისტოქიმიური ტექნოლოგიის გამოყენებით საკვერცხის უმწიფარი ტერატომის 26 შემთხვევაზე, რომლებიც დიაგნოზირებულ იქნა 2015-2025 წლებში. სიმსივნეთა დიფერენციაცია შეფასდა WHO კლასიფიკაციის მიხედვით და Ki67, CD44 და FOXP3 ექსპრესია შეფასდა ნახევრად რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით. ჩატარდა კორელაციური ანალიზი მარკერებსა და სიმსივნის მახასიათებლებს შორის, როგორიცაა ნეკროზი, სიმსივნის მაინფილტრირებელი ლიმფოციტები (TILs) და მიტოზური ინდექსი. სტატისტიკური მნიშვნელობა განისაზღვრა სპირმენის კორელაციის, კრუსკალ-ვალისის ტესტისა და კაპლან-მეიერის გადარჩენის ანალიზის გამოყენებით. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ Ki67 ექსპრესია მნიშვნელოვნად გაიზარდა სიმსივნის ჰისტოლოგიური დიფერენციაციის ხარისხის მატებასთან ერთად (მედიანა: 12% G1; 35% G2 და 65% G3; p <0.001), რაც დაკავშირებულია უფრო მაღალ მიტოზურ ინდექსთან და გაზრდილ სიმსივნის აგრესიულობასთან. CD44 ექსპრესია მიჰყვებოდა მსგავს ტენდენციას (8% G1, 42% G2, 78% G3; p <0.01), რის შედეგადაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაღალპროლიფერაციული სიმსივნეები ავლენენ ღეროვანი უჯრედების მსგავს, ინვაზიურ თვისებებს. FOXP3 ექსპრესია მნიშვნელოვნად გაიზარდა Grade 3  სიმსივნეებში და მეტასტაზურ შემთხვევებში (5% G1, 25% G2, 58% G3; p <0.01), რაც მიუთითებს მის როლზე იმუნური ზედამხედველობის დათრგუნვაში. კორელაციის ანალიზმა გამოავლინა ძლიერი ასოციაციები Ki67-სა და CD44-ს (r = 0,72, p <0,01), Ki67-სა და FOXP3-ს (r = 0,68, p <0,01) და CD44-სა და FOXP3-ს (r = 0,65, p <0,05) შორის. ჩვენი კვლევა ხაზს უსვამს მაღალი რისკის შემთხვევებისთვის პერსონალიზირებული მიდგომების შემდგომი კვლევის საჭიროებას და მხარს უჭერს ამ მარკერების ჩართვას რუტინულ ჰისტოპათოლოგიურ შეფასებაში პროგნოზის სტრატიფიკაციისა და მკურნალობის სტრატეგიების დაგეგმვის დახვეწისათვის.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.