1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილის Tuta absoluta-ს ფენოლოგია და განვითარების ციკლი შიდა ქართლსა და სამცხე -ჯავახეთში

Tuta absoluta ფენოლოგია თაობათა რაოდენობა

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები
March 6, 2025

ჩამოტვირთვები

პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილი   - Tuta absoluta (Meyrick) (Lepidoptera: Gelechiidae) არის პომიდვრის კულტურის ძირითადი მავნებელი. იგი  ინვაზიური ოლიგოფაგი მწერია და აზიანებს პომიდორს როგორც მინდვრის, ისე სათბურისა და შენახვის პირობებში. იგი ასევე აზიანებს Solanacaeae-ს ოჯახის  სხვა კულტურულ  წარმომადგენლებს (კარტოფილი, ბადრიჯანი, თამბაქო, გოჯი და სხვ.)  და  ველურ სახეობებს.  T. absoluta პირველად 2011 წელს აღმოაჩინეს საქართველოში, იგი სწრაფად გავრცელდა ქვეყნის ყველა რეგიონში, მისი მაღალი რეპროდუქციული უნარის გამო  და გახდა ძირითადი მავნებელი.  T.absoluta  გავრცელდა და დააზიანა მცენარეები როგორც სათბურებში, ასევე ღია  გრუნტში. ბოლო წლებში  მწერის პოპულაციის სწრაფმა ზრდამ გამოიწვია პომიდვრის მნიშვნელოვანი ზიანი საქართველოში. ზოგადად, დაბალ ზონაში და სათბურში სავეგეტაციო სეზონზე შეიძლება განვითარდეს T. absoluta -ს 10-12 თაობა. წარმოდგენილი ნაშრომის   მიზანია T. absoluta-ს ფენოლოგიის დადგენა და მისი განვითარება ორ გეოგრაფიულად და კლიმატურად განსხვავებულ რეგიონში შიდა ქართლსა  (550-600 მმ) და სამცხე-ჯავახეთში (1000-1100 მმ) , სადაც კვლევები ჩატარდა  2020-2024 წლებში, რათა დაგვედგინა ამ მწერის ბიოლოგიური თავისებურება და განსხვავებულობა. მინიმალურ და მაქსიმალურ ტემპერატურებზე დაფუძნებული  მოდელი საიმედოდ აღწერს პოპულაციის დინამიკას, შეფასებულია, რომ T.absoluta-ს შუძლია მოგვცეს  8-10 თაობა სათბურის პირობებში, პომიდვრის კულტურაში ზამთარ-გაზაფხულზე მზარდი სეზონის განმავლობაში, ხოლო  ღია გრუნტში  მინდვრის კულტურებში,  მავნებელი იძლევა  6-7 თაობს შიდა ქართლის პირობებში გაზაფხული-ზაფხულის პომიდვრის ნარგავებში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განსხვავებულ გეოგრაფიულ და კლიმატური პირობებში პომიდორზე  ვითარდება მწერის 4-5 თაობა სათბურის პირობებში  და 2-3 თაობა პომიდვრის  და კარტოფილის ნარგავებში  ღია გრუნტში.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.