აგროსასურსათო სექტორის განვითარებაში ინვესტიციების როლი
ჩამოტვირთვები
საბაზრო მეურნეობის მართვის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ეფექტიანი საინვესტიციო საქმიანობა. კაპიტალის კვლავწარმოებისა და ინვესტიციური პროცესების აქტივობა, რომელიც განსაზღვრავს წარმოების განვითარებას.. ინვესტიციები საშუალებას იძლევა, აღმოიფხვრას არსებული სოციალურ– ეკონომიკური პრობლემები, გახდეს დამატებითი იმპულსი საზოგადოებრივი განვითარებისათვის. ჩვენი ქვეყნისათვის ინვესტიციების ზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც აგროსასურსათო სექტორის განვითარება წარმოუდგენელია წარმოებისა და მომსახურების სფეროების აღმავლობის გარეშე, რასაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები ესაჭიროება. როგორც ცნობილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყნის მშპ-ს ზრდაზე, შემოსავლების დონეებსა და განაწილებაზე, დასაქმებასა და ხელფასებზე, სავაჭრო ბალანსზე (ექსპორტ-იმპორტზე), მიმდინარე და კაპიტალურ ანგარიშებზე, გადასახადების შეგროვებაზე, ტექნოლოგიების გადაცემაზე, ცოდნისა და მართვის უნარ–ჩვევებზე. საქართველოსთვის აუცილებელია უცხოური კაპიტალი, რომელიც ქვეყნისათვის ახალი კაპიტალის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას შეუწყობს ხელს და ასევე შიდა ინვესტიციებს წაახალისებს.
Downloads
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითა¬რების 2021-2027 წლების სტრატეგია“.
სოფლის მეურნეობის განვითარება ევროპაში, FAO-ს საინვესტიციო ცენტრი, სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციები;
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - https://www.geostat.ge/ka
ვროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და საქართველო https://www.googie.ge/searchq
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

