3.4 დედამიწა და პლანეტარული მეცნიერებები

ატომური და მოლეკულური გამოსხივების სპექტრები ელექტრონების და პროტონების აზოტის მოლეკულებთან დაჯახებისას

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები
February 11, 2025

ჩამოტვირთვები

პირველი უარყოფითი და მეინელის სისტემების ზოლოვანი სპექტრები გამოკვლეულ იქნა ელექტრონების (E=200ev) და პროტონების (0.25–10kev) აზოტის მოლეკულებთან დაჯახებისას დისსოციაციური იონიზაციის პროცესში მიღებულია აზოტის აღგზნებული ატომური 493.5 ნმ და იონური 500.5 ნმ, 567.9 ნმ ხაზების სპექტრი. გაზომილია აზოტის მოლეკულური იონის პირველი უარყოფითი და მეინელის სისტემების ზოლოვანი სპექტრის გამოსხივების კვეთი. შედეგები მოყვანილია თოლოზოლებისათვის (0,0), (0,1), (0,2), (1,1), (1,2), (1,3) და (2,0), (3,0),(4,1), (5,2) პირველი უარყოფითი და მეინელის სისტემებისთვის შესაბამისად.