1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის გამოწვევები პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში

მოგების მაქსიმიზაცია რთველი ექსპორტი ბიუჯეტი ღვინო რუსეთი ხარისხი

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები
თებერვალი 6, 2025

ჩამოტვირთვები

საქართველო ღვინის სამშობლოა, რომლის მეღვინეობის ისტორია 8000 წელს სცდება და რომელიც აერთიანებს 510-ზე მეტ ვაზის ჯიშს. უკანასკნელ წლებში ქართულმა ღვინოებმა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვეს, ამიტომაც საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა შეინარჩუნოს მეღვინეობის უძველესი ტრადიცია, ტექნიკა,  და წარმოაჩინოს თავისი ძირძველი ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება მთელ მსოფლიოში. ქართული ღვინის ფესტივალი, როგორიცაა ,,თბილისის ღვინის ყოველწლიური ფესტივალი“, იზიდავს უამრავ მნახველებს მთელ მსოფლიოდან, რომლებსაც სურთ შეისწავლონ და გაეცნონ ქართული მევენახეობის სიმდიდრეს. საქართველოში, ალკოჰოლური სასმელების წარმოება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფ მზარდი და სარფიანი დარგია, რომელიც საკმაოდ კარგად პროგრესირებს, რაზეც მიუთითებს ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების პოპულარობის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის განვითარება აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან აღნიშნული დარგის გაძლიერებამ და წინსვლამ უნდა განაპირობოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ტურიზმის სექტორზე დამოკიდებულების ხარისხის შემცირება. რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებული ეკონომიკა აქვს სახელმწიფოს, მით უფრო ნაკლები გავლენა აქვს არსებით განუსაზღვრელობებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა და მისი, როგორც პრიორიტეტული დარგის, განვითარებისთვის სახელმწიფო ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:

  1. ქართული ღვინოპროდუქციის ადგილობრივი და საერთაშორისო დეგუსტაციების, გამოფენების, კონკურსების და ტურების მოწყობა;
  2. სპეციალიზირებული საერთაშორისო ჟურნალებისთვის საქართველოს მეღვინეობის შესახებ სტატიების მომზადება და მათი გამოქვეყნება;
  3. მევენახეობის კადასტრის დანერგვა;
  4. ვენახების ფართობების აღრიცხვა;
  5. ადგილობრივ და საექსპორტი ბაზრებზე ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციის აღკვეთისთვის ლაბორატორიული კვლევების განხორციელება და ა.შ.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დარგში მოღვაწე კომპანიების შემოსავლების დიდი წილი საერთაშორისო ბაზრებზე მოდის, შესაბამისად კონკურენციის შენარჩუნების მიზნით უმნიშვნელოვანესია პროდუქციის ხარისხის უწყვეტი განვითარება და შენარჩუნება, რათა განხორციელდეს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.