1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

ქობულეთის (აჭარა, საქართველო) კარტოფილის აგროცენოზების თავისუფლად მცხოვრები და ფიტოპარაზიტული ნემატოდების ტაქსონომიური სტრუქტურა

ნემატოდა ტაქსონომია აგროეკოსისტემები აჭარა

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები
February 4, 2025

ჩამოტვირთვები

შესწავლილია ქობულეთის რაიონის (აჭარა, საქართველო) სამი სოფლის (თიკერი, ოჩხამური და ცეცხლაური) კარტოფილის ექვსი აგროცენოზის  თავისუფლადმცხოვრები და ფიტოპარაზიტული ნემატოდების ტაქსონომიური სტრუქტურა. ფაუნაში ფიქსირდება თავისუფლად მცხოვრები და ფიტოპარაზიტული ნემატოდების 41  სახეობა.  რეგისტრირებული ნემატოდები მიეკუთვნებიან 8 რიგს (Enoplida; Filipjev, 1929, Triplonchida Cobb, 1920; Plectida Malakhov, 1982, Dorylaimida; Pearse, 1942, Mononchida Jairajpuri, 1969, Rhabditida; Chitwood, 1933, Tylenchida Thorne, 1949;  Aphelenchida; Siddiqi, 1980), 18 ოჯახს და  29 გვარს. სახეობრივი შემადგენლობის და რიცხოვნობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება სოფელ თიკერში:  76 ფორმა/50 გრ. ნიადაგში, ყველაზე მცირე სოფელ ოჩხამურში 34 ფორმა/50გრ ნიადაგში. შესწავლილ თანასაზოგადოებებში რიცხოვნობის და სიუხვის მიხედვით გამოირჩევიან რიგ Plectida-ს წარმომადგენლები (ტოტალური რიცხოვნობის  57,4%).  დადგინდა რომ პოლიფაგი ნემატოდები დომინირებენ როგორც  რაოდენობის ისე შეხვედრის სიხშირის მიხედვით. სახეობები Plectus parietinus (Bastian, 1865) Paramonov, 1964, Mesodorylaimus bastiani (Bütschli, 1873), Geomonhystera villosa Butschli, 1837, Aphelenchoides composticola Franklin, 1957,Panagrolaimus rigidus (Schneider, 1866) Thorne, 1937, Eudorylaimus circulifera Loof 1961, Eudorylaimus carteri (Bastian, 1865) Andrassy, 1959, Plectus parvus(Bastian, 1865) Paramonov, 1964 ქმნიან თავისებურ ბირთვს ნემატოდურ თანასაზოგადოებაში.