4.1 მედიცინა

ეპითელურ-მეზენქიმული ტრანსფორმაციის მარკერების ექსპრესიის თავისებურებები საშვილოსნოს ყელის უმწიფარი პოლიპოიდური ბრტყელუჯრედოვანი მეტაპლაზის პროგრესირებაში

ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაცია საშვილოსნოს ყელის უმწიფარი ბრტყელუჯრედოვანი პოლიპოიდური მეტაპლაზია საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზია HPV

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები
თებერვალი 4, 2025

ჩამოტვირთვები

საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (CIN) არის საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარი წინამორბედი და მისი პროგრესირების მოლეკულური მექანიზმების გაგება გადამწყვეტია დიაგნოსტიკური და თერაპიული სტრატეგიების გასაუმჯობესებლად. უმწიფარი პოლიპოიდური ბრტყელუჯრედოვანი მეტაპლაზია (IPSM) წარმოადგენს განსხვავებულ ჰისტოლოგიურ ერთეულს, რომელიც შესაძლოა პროგრესირებდეს CIN დაზიანებაში. ჩვენი კვლევა მიზნად ისახავდა ეპითელურ-მეზენქიმული ტრანსფორმაციის (EMT) მარკერების (ვიმენტინი, ბეტა-კატენინი და E-კადჰერინი) და ჰორმონალური რეცეპტორების (ესტროგენის რეცეპტორები [ER] და პროგესტერონის რეცეპტორების [PR]) ექსპრესიის შესწავლას IPSM-ისა და  CIN-ის სხვადასხვა სტადიაში. ჩვენს კველაში ჩართული იყო სულ 195 პაციენტი მწიფე ბრტყელუჯრედოვანი მეტაპლაზიით, IPSM და CIN (CIN 1 და CIN 2). ჩატარდა იმუნოჰისტოქიმიური კვლევა ვიმენტინის, ბეტა-კატენინის, E-კადჰერინის, ER და PR-ის ექსპრესიის შესაფასებლად. ასევე ნაწილ პაციენტებში კლინიკურად განსაზღვრული იყო HPV სტატუსი და გაანალიზდა კორელაცია მარკერის ექსპრესიასა და დაზიანების ჰისტოლოგიურ ხარისხს შორის. ჩვენმა კვლევამ აჩვენა  HPV-დადებით შემთხვევებში HPV–უარყოფით შემთხვევებთან შედარებით EMT მარკერების უფრო მაღალი ხარისხის ექსპრესია და E-cadherin-ის უფრო გამოხატული დაკარგვა. გარდა ამისა, ER და PR ექსპრესია მნიშვნელოვნად შემცირდა მაღალი ხარისხის CIN დაზიანებებში. ჩვენი კვლევის შედეგების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ EMT მარკერების ექსპრესიის მომატება და ჰორმონალური რეცეპტორების დაქვეითება გარკვეულ როლს თამაშობს CIN-ისა და IPSM პროგრესირებაში. ეს მარკერები, განსაკუთრებით ვიმენტინი, ბეტა-კატენინი და E-კადჰერინი, შეიძლება იყოს ღირებული ბიომარკერი პროგრესირების რისკის სტრატიფიკაციისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკაში. დამატებითი კვლევებია საჭირო განსაკუთრებით HPV-დადებითი CIN დაზიანებების დროს ამ ბიომარკერების დამიზნებითი თერაპიული საშუალებების შემუშავებისათვის.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.