გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე სუბალპურ ტყეებში აღმოსავლურ ნაძვზე (Picea orientalis L.) გავრცელებული ენტომოფაუნა

Authors

  • ნინო მანველიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მედეა ბურჯანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ლალი ჟღენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/gs.2025.07.01.11

Keywords:

ენტომოფაუნა, ქერქიჭამიები, ხარაბუზები, ბოლორქიანები, აღმოსავლური ნაძვი, სუბალპური ტყე

Abstract

ნაშრომში განხილულია 2023-2024 წლებში აჭარის ა/რ ხულოს მუნიციპალიტეტში,  კერძოდ, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე სუბალპურ ტყეებში ზ.დ. 1850–2100 მ სიმაღლის ფარგლებში გავრცელებული რიგი ხეშეშფრთიანებისა (Coleoptera: Scolytidae. Cerambycidae) და რიგი სიფრიფანაფრთიანების (Hymenoptera: Siricidae) სახეობრივი მრავალფეროვნება, რომელთა ბიოეკოლოგია დაკავშირებულია აღმოსავლურ ნაძვთან  -Picea orientalis L. აღმოსავლურ ნაძვზე გავრცელებული ენტომოფაუნის ახალი კერების გამოსავლენად საკვლევ არეალზე გამოყენებული იქნა სამი მუდმივი სანიმუშო ფართობი ზ.დ. 2058 მ-ზე მწვანე ტბა, რომელიც მოიცავს 13 ჰა-ს, ზ.დ. 1960 მ-ზე გოდერძის ალპური ბაღი – 9,6 ჰა. და ზ.დ. 1900 მ-ზე კურორტი ბეშუმი  – 9 ჰა. კვლევისათვის გამოყენებული იქნა მარშრუტული ექსპედიციის, კვადრატის და მწერების რკვევა-იდენტიფიკაციის მეთოდები. მწერებზე სისტემატიკური სტატუსი მინიჭებული იქნა CABI digital library და EPPO Global Database ბაზების გამოყენებით და შეჯერებით. გამოვლენილი ენტომოფაუნის გავრცელების არეალების დასაზუსტებლად გამოყენებული იქნა გლობალური პოზიციონირების სისტემა - GPS.           კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საკვლევ არეალში ზ.დ. 1850-2100 მ სიმაღლის დიაპაზონში Picea orientalis გავრცელებული ენტომოფაუნა ერთიანდება 2 რიგში (Coleoptera, Hymenoptera), 5 ოჯახში (Scolytidae. Rhizophagidae. Cerambycidae. Ptinidae. Siricidae.) 8 გვარში (Ips. Dendroctonus. Rhizophagus. Tetropium. Rhagium. Ptinus. Prionus. Sirex.), შედეგად იდენტიფიცირებულია 14 სახეობა. მორფოლოგიური კვლევის საფუძველზე დადგენილია მათი სახეობრივი კუთვნილება, შესწავლილია გამოვლენილი სახეობების ბიოეკოლოგიისა და ვერტიკალური გავრცელების თავისებურებები. გამოვლენილ სახეობებში არიან წიწვოვანი ტყეებისათვის მნიშვნელოვანი მავნებლები - Ips typographus, Ips sexdentatus, Ips acuminatus, Dendroctonus micans, ასევე მავნე მწერთა ენტომოფაგები -  Rhizophagus dispar, Rhizophagus grandis და ეკოლოგიური თვალსაზრისით ტყის ,,სანიტრებიც’’, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანული მასალის დაშლას და ტყის ნაყოფიერების შესანჩუნებას -  Tetropium castaneum, Tetropium fuscum, Rhagium fasciculatum, Rhagium inquisitor, prinus fur, Prionus coriarius, Sirex varipes, Sirex sp..

Downloads

Download data is not yet available.

Author Biographies

ნინო მანველიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დოქტორანტი

მედეა ბურჯანაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

ლალი ჟღენტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

References

Джавахишвили А.Н. Геоморфологические районы Грузинской ССР (Типы рельефа и районы их распространения). М.-Л.: изд-во АН СССР, 1974. 178 стр

ფაღავა ნ., ქამადაძე ც., ჭიჭილეიშვილი ხ. აჭარის /არ ლანდშაფტების ეკოლოგიური მდგომარეობა და მისი გეოკოლოგიური გაუმჯობესების ღონისძიებანი. // საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“ შრომები, ISSN 1512-1976, ტ. 7, თბილისი-თელავი, საქართველო, 26-28 სექტემბერი, 2020

Norman Myers, Russell A. Mittermeier, Cristina G. Mittermeier, Gustavo A. B. da Fonseca & Jennifer Kent. Biodiversity hotspots for conservation priorities // NATURE|VOL 403|24 FEBRUARY 2000

Updated list of officially adopted Emerald Network sites., Standing Committee, 42nd meeting, Strasbourg, 28 November - 2 December 2022

კურორტი ბეშუმის, გოდერძის უღელტეხილისა და შქერნალის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის ანგარიში, 2023

ბოლქვაძე ზ., შაინიძე ო., ლომაძე მ., 1987

ვასაძე რეზო, ვასაძე ზეინაბ. აჭარის მუქწიწვიანი კორომების საერთო სანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი მიზეზები და სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლის დინამიკა ტყის ტიპების მიხედვით. ბათუმი, 2024.

ბურჯანაძე მ., სუპატაშვილი ა., საქართველოს წიწვოვან ტყეებში გავრცელებული უმთავრესი ქერქიჭამიები, საქართველო, 2020

Schiff N. M., Goulet H. D. R. Smith C. Boudreault A. D Wilson, and B. E. Scheffler. Siricidae (Hymenoptera: Symphyta: Siricoidea) of the Western Hemisphere. Canadian Journal ofArthropod Identification 21: 1-305. 2012

Zehnder G., Overview of Monitoring and Identification Techniques for Insect Pests, 2020

Dobrovolsky B. В. Phenology of insects: Ucheb. пособие для ун-тов, ped. и с.-х. узов. - M.: Vysshaya Shkola, 1969, p 232. (in Russia)

LSAM. How to Make an Insect Collection. lsuinsects.org / DIY _I nsect _ Collection. pdf. http://lsuinsects.org› DIY_Insect_Collection

Бусарова Н. В., Негробов. О. П. Энтомология. Определитель семейств насекомых 2-е изд., пер. и доп. Учебное пособие для вузовб 2020, c.182.

Jacobson G.G., Beetle determinant Eur. parts of the USSR. Leningrad, 1931, p 454. (in Russia)

Соболев А.А., Шипинская У.С.. НАБЛЮДЕНИЯ ЗА ПОПУЛЯЦИЯМИ ВЕРШИННОГО КОРОЕДА И КОРОЕДА ТИПОГРАФА С ИСПОЛЬЗОВАНИЕМ ФЕРОМОННЫХ ЛОВУШЕК НА ТЕРРИТОРИИ ЕВРОПЕЙСКОЙ ЧАСТИ РОССИИ. Т. 24, № 3, С. 103–108. Баумана, 2020

Marcus R., Eaves D.M., Statistical and Computational Analysis of Bioassay Data. In: Bioassays of Entomopathogenic Microbes and Nematodes. Navon, Amos, Ascher, K. R. S. (Editor), CAB Intl, p 324, 2000

Downloads

Published

2025-01-28

How to Cite

მანველიძე ნ., ბურჯანაძე მ., & ჟღენტი ლ. (2025). გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე სუბალპურ ტყეებში აღმოსავლურ ნაძვზე (Picea orientalis L.) გავრცელებული ენტომოფაუნა. ქართველი მეცნიერები, 7(1), 119–128. https://doi.org/10.52340/gs.2025.07.01.11

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.