3.3 კომპიუტერული მეცნიერება

პროგრამული საწვრთნელის შემუშავება მაგნიტური დისკების მუშაობის დაგეგმვის სწავლებისთვის

მაგნიტური დისკები დაგეგმვის პრინციპები ვიზუალიზება

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები
января 23, 2025

ჩამოტვირთვები

ამჟამად, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები წარმოადგენს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს და აქტიურად გამოიყენება განათლების სფეროში. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ კომპიუტერში მიმდინარე, ადამიანის თვალისთვის უხილავი პროცესების ვიზუალიზებისთვის. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ოპერაციული სისტემის ბირთვის მიერ შესრულებული ფუნქციების  ვიზუალიზება და მონიტორის ეკრანზე გამოტანა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია მათი ეფექტურად სწავლების გზაზე. სტატიაში განხილულია მაგნიტური დისკების მუშაობის დაგეგმვის ვიზუალიზების მოდელი. მის საფუძველზე შემუშავებულია პროგრამული საწვრთნელი, რომლის გამოყენება აადვილებს სტუდენტის მიერ მაგნიტურ დისკებთან მუშაობის დაგეგმვის ხუთივე პრინციპის შესწავლას. სტუდენტი ეკრანზე თვალსაჩინოდ ხედავს მაგნიტური თავაკის მიერ ბილიკების მომსახურების პროცესს, კერძოდ, დროის რომელ მომენტში მაგნიტური თავაკი რომელ ბილიკს ემსახურება. სტუდენტს შეუძლია მოთხოვნების რაოდენობისა და სხვა პარამეტრების შეცვლა, აგრეთვე, დაგეგმვის პროცესისათვის თვალყურის დევნება და სხვადასხვა სტრატეგიების შედარება. გარდა ამისა, მოთხოვნების ფერით აღნიშვნა აძლიერებს მხედველობითი მეხსიერების ეფექტს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.