ანოტაცია
21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია ინფორმაციის მოზღვავება. შესაბამისად, ადამიანის მოღვაწეობის ნებისმიერი დარგისათვის ფრიად აქტუალური პრობლემა ხდება ამ ნაკადიდან რელევანტური მასალების ამორჩევა. აქედან გამომდინარე, მწვავედ დგება უამრავი სიახლიდან ექსტრაქტის ამოღებისა და მისი როგორც ქაღალდსა თუ ელექტრონულ მატარებლებზე, ასევე, - გონებაში დამახსოვრების საკითხიც, როგორც ხნიერი ადამიანებისა, ასევე, - ახალგაზრდების თაობისთვისაც. აღნიშნული პრობლემის მოსახსნელად ან, სულ ცოტა, მისი შემსუბუქების მიზნით, სპეციალისტების მიერ შემუშავებულია რიგი რეკომენდაციებისა, რომელთა გათვალისწინებას, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ხელშესახები შედეგების მოტანა ძალუძს ინფორმაციის დამახსოვრების უნარის გასაუმჯობესებლად. წინამდებარე სტატიაში დაწვრილებით განიხილება ამ მხრივ საზღვარგარეთელი სპეციალისტების მიერ შესრულებული, ერთ-ერთი გამორჩეული ნაშრომი. ამასთან, შეფასებულია მასში წარმოდგენილი რეკომენდაციების ღირებულება. ამ რჩევების შესწავლა და საკუთარ პრაქტიკაში გამოყენება ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და ხანგრძლივის დროის, მთელი სიცოცხლის მანძილზეც კი, დაიმახსოვრონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აღნიშნულ ნაშრომში გამოთქმული შემდეგი მოსაზრება: „დამახსოვრების კარგი უნარი არ არის მხოლოდ ასეთი ნიჭით დაბადებული, ელიტარულ ჯგუფში შემავალი პირების ექსკლუზიური კუთვნილება - ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ივარჯიშოს და განავითაროს ინფორმაციის დამახსოვრების უნარი“. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ რჩევების პირდაპირი გზით გადმოღება ყოველთვის სასურველ ეფექტს ვერ იძლევა, მით უფრო არაინგლისურენოვანი ადამიანებისათვის. თუმცა მიგვაჩნია, რომ მათი მოდიფიცირება, ადგილობრივ სიტუაციასა და ენობრივ სამყაროსთან მისადაგების მიზნით, როგორც წესი, ამართლებს. ამასთან ერთად, ჩვენ მიერ ნაჩვენებია, რომ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გარკვეული მოდიფიკაციების შემდეგ თითქმის ყველა მათგანით სარგებლობა არის შესაძლებელი. წარმოდგენილ სტატიაში განიხილება ქართველ მეცნიერთა, და მათ შორის ამ სტატიის ავტორთა მიერ აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებიც. კერძოდ, პირველწყაროში აღწერილი თითქმის ყოველი რეკომენდაციისათვის შემოთავაზებული არის ესა თუ ის სიახლე. გარდა ამისა, სტატიის ავტორები ხაზს ვუსვამთ იმ მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს ინფორმაციის დამახსოვრების სტრატეგიების შემუშავებასა და კრეატიული აზროვნების დისციპლინას შორის. აქვე შევნიშნავთ, რომ ჩვენ აღნიშნული მიმართულების საგნებსაც ვუკითხავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეპარტამენტებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. სტატიაში განხილვად თემასა და კრეატიული აზროვნების დისციპლინას შორის მჭიდრო კავშირიდან გამომდინარე, გამოვთქვამთ ასეთ მოსაზრებასაც: განხილვადი პირველწყაროს თავშივე დეკლარირებულ რეკომენდაციას კიდევ უფრო ფართო ასპარეზი უნდა მიეცეს. კერძოდ, ვთვლით, რომ დასამახსოვრებელი მასალა არა მარტო კარგად უნდა იქნეს კარგად ახსნილი, არამედ, ფაქტობრივად, ნებისმიერი და მით უფრო რთული პრობლემების გადაწყვეტის მცდელობებამდე უნდა მივმართოთ კრეატიული აზროვნების სფეროსათვის ცნობილ მიდგომებს. სტატიაში აღწერილი გვაქვს ქართველი ნოვატორების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული რამდენიმე თვალსაჩინო ნაშრომი, რომელთაც საზღვარგარეთული სამეცნიერო გამოცემების ინტერესიც გამოიწვიეს.
წყაროები
https://learningcenter.unc.edu/tips-and-tools/enhancing-your-memory/
https://gtu.ge/ims/resources/monography.php
გ. ღვინეფაძე, თ. შავიშვილი. „გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანობის ამაღლების გზები.“ თბილისი. სტუ-ს გამომცემლობა, „შრომები“, 2020, №1 (515), გვ. 80-93. ISSN 1512-0996.
გ. ღვინეფაძე, თ. შავიშვილი. “ინტერდისციპლინური მიდგომების ეფექტიანობა მეცნიერული კვლევებისა და სწავლების პროცესებში”. 2021. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები“. სტუ, „შრომები, მართვის ავტომატიზებული სისტემები“, 2021. №1 (32), გვ. 316-319. ISSN 1512-3979.
გ. ღვინეფაძე. “ტრანს- და ინტერდისციპლინური მიდგომები პრობლემების გადასაწყვეტად”. II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,საქართველო და ევროინტეგრაცია“. სტუ, სტატიების კრებული, 29-30 სექტემბერი 2022. გვ. 114-122.
https://drive.google.com/file/d/1Bxge5mIXd-6LgEnfMQUiNR2mp2RmV5dF/view
გ. ღვინეფაძე. “მთვარე - თვლისა და ანგარიშის პროცესების ინსპირატორი”. თბილისი. სტუ-ს გამომცემლობა, “შრომები”, 2024, №2 (532), ISSN 1512-0996, გვ. 177-186.
https://opac.sciencelib.ge/cgi-bin/koha/opac-detail.pl?biblionumber=148012
https://www.youtube.com/watch?v=9s02B_WrE2M
http://www.ifapcom.ru/files/2016/UGRA_ENGL_BLOK_WEB.pdf. p.p.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები