მართვის და კონტროლის სისტემა მეწყერსაშიში ზონებისათვის

მეწყერსაშიში ზონები მართვის სისტემა, კონტროლის სისტემა მეწყერის წარმოშობა მეწყერის აღმოჩენა ადრეული შეტყობინების სისტემა ჰოლის სენსორი ჰოლის ეფექტი

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
December 27, 2024

ჩამოტვირთვები

მოცემული სტატია აღწერს მეწყერსაშიში ზონების მართვისა და კონტროლის სისტემას. სტატიაში განხილულია ინტელექტუალური ტექნოლოგიების გამოყენება ინფორმაციული ტექნოლოგიების კონტექსტში და მათი მნიშვნელობა. ასევე, აღწერილია მეწყერის წარმოშობისა და აღმოჩენის მეთოდები, მათ შორის ინკლინომეტრული, გეოდეზიური, ლაზერული და ოპტიკურ ბოჭკოვანი სისტემები. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მეწყერსაშიში ზონების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, მათ შორის მოქნილი ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნაზე. ასევე, განხილულია გეოინფორმაციული სისტემების გამოყენება მეწყერსაშიში ზონების მონიტორინგისთვის. ნაშრომი დეტალურად განიხილავს მეწყერის წარმოშობისა და აღმოჩენის მეთოდებს, როგორებიცაა ინკლინომეტრიული გაზომვები, გეოდეზიური მეთოდები, ლაზერული და ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა  არსებული სისტემების ხარვეზებს, როგორიცაა მაღალი ღირებულება და მოუქნელობა, რაც საქართველოს რელიეფის მრავალფეროვნებიდან გამომდინარეობს. ავტორების მიერ შემუშავებული სისტემა მიზნად ისახავს მოქნილი და დაბალფასიანი ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყნის კრიტიკულ უბნებში ბუნებრივი საფრთხეების დროულად აღმოჩენას. შედეგად მიღებული სისტემა მოიცავს ნიადაგის წანაცვლების, დახრილობისა და დეფორმაციის გაზომვას ჰოლის სენსორების მეშვეობით, რომლებიც მონაცემებს აგზავნიან ცენტრალურ სერვერზე GშM ტექნოლოგიის გამოყენებით. მონაცემთა ანალიზი ხორციელდება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ინდივიდუალურად და დროულად  შეაფასონ რისკები. გარდა ამისა, ნაშრომი ხაზს უსვამს გეოინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელობას რელიეფის ანალიზისა და მეწყერსაშიში ზონების მონიტორინგის პროცესში. გამოყენებული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ეფექტურ განხორციელებას მრავალ სფეროში, როგორიცაა გეოლოგიური ანალიზი, ინფრასტრუქტურის მართვა და უსაფრთხოების გაუმჯობესება. ჩატარებულმა  კვლევამ საფუძველი ჩაუყარა ინოვაციური სისტემის შექმნას, რომელიც შეესაბამება საქართველოს გეოლოგიურ და კლიმატურ სპეციფიკას, რითაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზოგადოების უსაფრთხოებას და რეგიონალურ მდგრადობას.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.