ანოტაცია
ნაშრომში მოყვანილია კვლევები, რომლებიც ეხება ენერგიის დაგროვებასთან და მის შენახვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. კერძოდ, შესწავლილი იქნა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მწვანე ენერგეტიკასთან და გულისხმობს მომავალში ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტური სითბური აკუმულატორების შექმნას. კვლევები ძირითადად ჩატარდა სხვადასხვა სილიკატური მასალებიდან სითბოს დასაგროვებლად ოპტიმალურის შერჩევისა და სითბური აკუმულატორის ეფექტური კონსტრუქციის დასამუშავებლად. გამოიკვეთა, რომ კარგი შედეგები მიიღება თუ სითბოს დასაგროვებლად გამოყენებული იქნება ქვიშისა და ღორღის ნარევი. სითბური აკუმულატორის კონსტრუქციის შემუშავებისას კი მნიშვნელოვანია მისი კარგი თბოიზოლაცია. რაც თავის მხრივ ამცირებს დანაკარგებს, როგორც გაცხელებისას ასევე სითბური ენერგიის შენახვისას და ზრდის სითბური აკუმულატორის ეფექტურობას.
წყაროები
Aya Al-Hmoud, Daniel Sebastia-Saez, Harvey Arellano-Garcia. Comparative CFD analysis of thermal energy storage materials in photovoltaic/thermal panels. Computer Aided Chemical Engineering,Volume 46, 2019, Pages 793-798, https://doi.org/10.1016/B978-0-12-818634-3.50133-8.
Bashria A.A. Yousef, Ali Radwan, Salah Haridy, Noura Alajmi. Performance evaluation of a sand energy storage unit using response surface methodology. Energy, Volume 289, 15 February 2024, 129885, https://doi.org/10.1016/j.energy.2023.129885.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები