ბიოპრეპარატების გამოყენება ციტრუსების პლანტაციაში

ციტრუსი მანდარინი ბიოსასუქი ნიადაგი მცენარე

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
დეკემბერი 9, 2024

ჩამოტვირთვები

ჩვენს მიზანს წარმოადგენს ციტრუსოვანთა აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსში ისეთი ტექნოლოგიების ჩართვა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის  ნიადაგის ნაყოფიერებას, დადებით გავლენას მოახდენს მცენარის ზრდა განვითარებაზე, მანდარინის ნაყოფების ბუნებრივი შენახვის-უნარიანობაზე,  მოსავლიანობას და მის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. ამ მიზნით ჩვენს მიერ ჩატარებული საკმაოდ ფართო მასშტაბიანი ექსპერიმენტის პირობებში აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსში ჩართული იქნა ზოგიერთი ეკოლოგიურად სუფთა ბიოპრეპარატები (ინოსექტოფუნგიციდები) მინერალური სასუქებთან ერთად. ამ მიზნით დავიწყეთ წინასწარი მოსინჯვითი სამუშაოები და შემდგომში სტაციონალური მინდვრის ცდის პირობებში ვაწარმოებდით ექსპერიმენტულ სამუშაოებს უკრაინული წარმოების ინსექტოფუნგიციდებზე ‘’გაუფსინი”, ესპანური წარმოების სხვადასხვა პრეპარატებზე: ბაქტოფერტზე, ბიტოქსიბაცილინზე, ბაქტოციდი CK. საცდელ ბაღში ბიოპრეპარატების გამოყენება ხდებოდა ცდის სქემის მიხედვით. აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი სასუქები შეგვქონდა რუსული წარმოების NPK სასუქის სახით, სადაც თითოეული საკვები ელემენტები 15-15-15% -ს შეადგენს. ასევე ცდის სქემის გათვალისწინებული სასუქი ბაქტოფერტი შეგვქონდა მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში სათანადო დაავადებების მავნებლებისა აქტიურ ფაზაში ყოფნისას. სავეგეტაციო პერიოდის დასაწყისში და დასასრულს საცდელი ვარიანტების მიხედვით ვიღებდით ნიადაგის ნიმუშებს 0-20 სმ სიღრმეზე და ლაბორატორიულ პირობებში ვიკვლევდით აგროქიმიურ მაჩვენებლებს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.