ინფრაწითელი გამოსხივების კონცენტრირების ზოგიერთი ასპექტი

ინფრაწითელი გამოსხივება ოპტიკური კონცენტრატორი ფოკონი

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
November 28, 2024

ჩამოტვირთვები

ნაშრომში მოყვანილია  ინფრაწითელი გამოსხივების ეფექტური კონცენტრატორის შექმნასთან დაკავშირებული კვლევები. ასეთი ტიპის კონცენტრატორების გამოყენებით შესაძლებელი იქნება სუსტი ან შორი მანძილიდან მოსული ინფრაწითელი გამოსხივების დეტექტირება. ავტორების აზრით ამ შემთხვევაში ლინზა-კონცენტრატორებთან შედარებით უპირატესია ამრეკლზედაპირიანი კონცენტრატორების გამოყენება. კერძოდ, შემოთავაზებულია ფოკონის კონსტრუქცია, რომელიც რამდენიმე სექციისაგან შედგება. თითოეული სექცია დამოუკიდებელი ფოკონია და მასზე დაცემულ სხივებს ერთჯერადი არეკვლით აფოკუსირებს. აღნიშნული კონსტრუქციის ფოკონი გამოიცადა და შედარდა მისი ეფექტურობა იგივე კონცენტრაციის ხარისხის მქონე ჩვეულებრივ კონუსურ ფოკონს. ექსპერიმენტის პირველადი შედეგებით დადგინდა, რომ მისი ეფექტურობა უფრო მაღალი იყო. გარდა ამისა მკვეთრად  შემცირდა კონცენტრატორის გაბარიტები (სიგრძე).

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.