სოციალური სატირა ოსკარ უაილდის ზღაპრებში

ავტორები

სტატიის განხილვის საგანს წარმოადგენს სოციალური სატირა, რომლის მეშვეობითაც ოსკარ უაილდი თავის ზღაპრებში  ვიქტორიანული საზოგადოების მანკიერებებს წარმოაჩენს. ემპირიულ მასალად გამოყენებულია ზღაპრები კრებულიდან “The Happy Prince and Other Tales.” აღნიშნული ნაწამოებები ლიტერატურული ზღაპრის ჟანრს მიეკუთვნება და ამ ჟანრის ყველა თვისებას ავლენს. ოსკარ უაილდის ზღაპრების სიუჟეტებს ყოველთვის ორიგინალურს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ავტორის ინდივიდუალური, ნატიფი სტილი,  მდიდარი წარმოსახვის უნარი და ლექსიკა მის ნაწარმოებებს უნიკალობას ანიჭებს. მათში, როგორც უაილდის მთელ შემოქმედებაში, ასახულია მწერლის ესთეტიკური პრინციპი „ხელოვნება ხელოვნებისთვის“, რომლის თანახმადაც ხელოვნება უპირველესად მშვენიერების შექმნას უნდა ემსახურებოდეს. თუმცა უაილდის ზღაპრები მშვენიერებასა და ჯადოსნურობასთან  ერთად ვიქტორიანული მორალის მწვავე კრიტიკასაც იტევს: მათში გაკრიტიკებულია ფარისევლობა, მერკანტილიზმი, სნობიზმი, ამპარტავნება, უსაქმურობა,  საზოგადოებრივ აზრზე დამოკიდებულება, გონებაშზღუდულობა და ეგოიზმი. ამ თვისებების დასაგმობად ნაწარმოებებში მოხმობილია ალეგორია, ირონია, პარადოქსი და სხვა მხატვრული ხერხები.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.