უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ურთიერთობა და მომწესრიგებელ ნორმათა კონკურენცია

უსაფუძვლო გამდიდრება შერულების კოდიქცია შეუსრულებლობის კონდიქცია ვითომ კრედიტორი ვითომ მოვალე სარგებელი ხარჯი

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
October 28, 2024

ჩამოტვირთვები

ნაშრომი ეხება კანონისმიერი ვალდებულების ისეთ სახეს, როგორიცაა უსაფუძვლო გამდიდრება. უდავოა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სირთულეს განაპირობებს  მისი გამიჯვნის პრობლემები როგორც სხვა სახის ვალდებულებითსამართლებრივ, ისე სანივთოსამართლებრივ ურთიერთობებთან. ამ უკანასკნელში იგულისხმება ქონებაზე საკუთრებისა და მესაკუთრის უფლებების დაცვა, სარგებლობის ხელშეშლა და მიუღებელი სარგებლის კომპენსაცია. აღნიშნული პრობლემები ჩნდება უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევებთან დაკავშირებულ ურთიერთობებშიც, როდესაც საქმე ეხება უსაფუძვლოდ მიღებულის საფუძველზე გამდიდრებული პირის უფლება მოვალეობებს, ვითომ კრედიტორისა და ვითომ მოვალის ურთიერთობებს, დაბრუნების წესებსა და პირობებს და ა. შ. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს მოხდეს იმ საკითხების განხილვა, რომელიც უკავშირდება უსაფუძვლო გამდიდრების ცნებას, სახეებს (შესრულებისა და შეუსრულებლობის კონდიქცია), სსკ იმ ნორმათა ურთიერთკავშირის განხილვას, რომელიც ერთმანეთთან იმყოფება კონკურენციაში სანივთო და უსაფუძვლო გამდიდრებისდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს. სტატიაში განხილული საკითხები საყურადღებოა როგორც თეორეტიკოს, ისე პრაქტიკოსი იურისტებისთვის.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.