ანოტაცია
აეროდინამიკური გაანგარიშების შედეგად განსაზღვრულია მატარებლის მოძრაობის დგუშური ეფექტისა და მერმექმედების გავლენით გვირაბში მიწოდებული ჰაერის ხარჯი. დადგენილია, რომ, აღნიშნული გვირაბის პირობებისათვის, დგუშური ეფექტით აღძრული ჰაერის ხარჯის დაახლოებით 2/3 გადაადგილდება მატარებლის მოძრაობის მიმართულებით, ხოლო დანარჩენი გადაედინება საპირისპირო მიმართულებით მატარებელსა და გვირაბის გამაგრებას შორის არსებულ ღრეჩოში. ეს იწვევს ჰაერის ტურბულიზაციას და წარმოადგენს საერთო აეროდინამიკური წინაღობის მდგენელს. ამის მიუხედავად, მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის ყველა გალერეა შესაძლებელია განიავდეს მატარებლის ყველა გალერეა შესაძლებელია განიავდეს მატარებლის დგუშური ეფექტის ხარჯზე აღძრული ბუნებრივი წევით. დგუსური ეფექტით აღძრული წევის უფრო უკეთესი გამოყენებისათვის საჭიროა სავენტილაციო ღიობების მოწყობა ყველა კამერასა და ნიშაში, გვირაბის ორივე მხარეზე. ყოველი ღიობის კვეთის ფართობი უნდა იყოს 5,6 მ2. აღნიშნული ღონისძიება შეამცირებს ღრეჩოში გადადინებული ჰაერის მიერ გამოწვეულ წინაღობას და უფრო უტყუარად იქნება შესაძლებელი ანგარიშის გზით დადგენილი ჰაერის მიწოდება გვირაბში დგუშური ეფექტის გამოყენებით.
წყაროები
К. З. Ушаков‚ А. С. Бурчаков, Л. А. Пучков, И. И. Медведев. Аэрология горных предприятий. Недра, Москва, 1987, 422 c.
G. Lotsberg. Measurement of the wall friction factor and the installation efficiency of jet fans. Papers of the 9th International conference on Aerodynamics and Ventilation of Vehicle Tunnels held in Aosta Valley, Italy, 6-8 October 1997, 10p.
O. Lanchava, N. Ilias, I. Andras, R. Moraru, I. Neag. On the Ventilation of Transport Tunnels in the Presence of a Strong (Heavy) Fire. ANNALS OF THE UNIVERSITY OF PETROSANI, Romania, 2007, 12p. http://upet.ro/anale/ing%20mec/2007%20rezum.html.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2021 O. Lanchava