ბიომრავალფეროვნებისა და დამხმარე მცენარეების ალელოპათიური შესაძლებლობების გამოყენება პომიდვრის ბიოწარმოებაში

სტატია გამოიცემა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება“ ფარგლებში

ბიომრავალფეროვნება ალელოპათია შერეული ნათესი ბიოწარმოება

ავტორები

  • მზია ბერუაშვილი სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, საქართველო, Georgia
  • გოჩა წერეთელი სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, საქართველო, Georgia
  • მანანა კერესელიძე სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, საქართველო, Georgia
  • მზეინაბ სარალიძე სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, საქართველო, Georgia
  • გივი წილოსანი სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, საქართველო, Georgia
ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
октября 23, 2024

ჩამოტვირთვები

        სტატია ეხება  ორგანულ სოფლის მეურნეობაში ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას და არომატული ბალახოვანი მცენარეების შერეულ ნათესებსა და ნარგავებში გამოყენების შესაძლებლობების კვლევას.   შესწავლილია პომიდვრის  „თანამგზავრი“ სხვადასხვა მცენარის (შავი ბოლოკი, პრასი, იმერული ზაფრანა, კატაბალახა, დედოფლის ყვავილი,  გულყვითელა, რეჰანი და კიტრისუნა) ზეგავლენა პომიდვრის კულტურაზე. დადგენილია, რომ პომიდვრის შერეულ ნათესში განთავსებული „თანამგზავრი“, დამხმარე მცენარეების ალელოპათიური შესაძლებლობები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ძირითადი კულტურის ზრდა-განვითარებაზე, მავნებელ-დაავადებებსა და მოსავლიანობაზე. მათი ზეგავლენით პომიდვრის შერეულ ნათესში მოსავლის რაოდენობა საშუალოდ 28.5 %-ით აღემატება საკონტროლო ვარიანტში (მხოლოდ პომიდორი) მიღებულ მოსავალს. დამატებით ბიოპრეპარატების გამოყენებისას კი ეს სხვაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მატულობს.  პომიდვრის კულტურის ნაკვეთის პერიმეტრზე კიტრისუნას შეთესვით მოსავლის რაოდენობა  22.8 %-ით იზრდება საკონტროლოსთან შედარებით. პომიდვრის მწკრივებში და პერიმეტრზე რეჰანთან შეთესვისას  20.2 %-ით მატულობს, ხოლო იმერული ზაფრანას შემთხვევაში სამეურნეო ეფექტიანობა  34.5 %-ს აღწევს. გარდა ამისა, პომიდვრის შერეულ ნაკვეთზე არსებული ბიომრავალფეროვნება განაპირობებს მავნე მწერების  რაოდენობისა და დაავადებათა გავრცელების შეზღუდვას. კერძოდ, ბოსტნეულის მწვანე ბაღლინჯოს რიცხოვნობა 61.3 %-ით მცირდება საკონტროლოსთან შედარებით, ხოლო პომიდვრის ჩრჩილის მიერ გამოწვეული დაზიანება საცდელ ვარიანტებში მხოლოდ 2 ბალს აღწევს, მაშინ როცა საკონტროლოში, მათ შორის ქიმიური საშუალებების გამოყენების შემთხვევაშიც კი დაზიანება  5 ბალამდე იზრდება. ჩატარებული კვლევის მიხედვით, შერეულ ნათესებში ბიომრავალფეროვნება განაპირობებს ასევე  საკვები ელემენტების შეთვისებისა და მინერალური კვების პირობების გაუმჯობესებას, რაზედაც მიუთითებს შთანთქმის ტევადობის გაზრდილი მაჩვენებლები.

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.