ანოტაცია
საქართველო უძველესი სამიწათმოქმედო ცენტრია. ველური ხორბლის გაკულტურების ერთერთი კერა წინა აზიასთან ერთად კავკასია და საქართველოა. საქართველოში არსებულმა პირველადმა სახეობებმა ახსნა ხორბლის გვარის ფილოგენეზი და დაამტკიცა ის ფაქტი, რომ ხორბლის სახეობათა მრავალფეროვნებით ხასიათდება მხოლოდ საქართველო. საქართველოს პრიორიტეტს კულტურული ხორბლის გაჩენაში, ადასტურებს როგორც არქეოლოგიური მონაპოვარი, ისე აგრიკულტურის ეთნოგრაფიული და სხვა მონაცემები და კვლევები. ამასვე ადასტურებს ის გარემოება, რომ ათასწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფაში უკანასკნელ დრომდე ფუნქციონირებდა როგორც ხელით სამუშაო სამიწათმოქმედო სამეურნეო იარაღების, ისე სახვნელი საშუალებების დიდი მრავალფეროვნება, განვითარების დინამიკაში უმარტივესიდან რთულისაკენ. ქვემო ქართლში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ე. წ. „გადაჭრილ გორაზე“ აღმოჩნდა ძვ. წ. VI ათასწლეულის კარბონირებული ხორბლის მარცვლები, ასე რომ, რვა ათასი წლის წინ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაწყებული ქართული ხორბლის თესვა-მოყვანა უწყვეტად გრძელდებოდა და ამ საქმიანობას აქააური მოსახლეობა დღესაც გულმოდგინედ ეწევა. საქართველოში ხორბლის კულტურის გავრცელების და ტრადიციების გაგრძელებასთან დაკავშირებით განხორციელებულ ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში დაფიქსირებული მასალა ცხადყოფს, - მიუხედავად იმისა რომ გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან საქართველოში ინტენსიურად შემოდის უხვმოსავლიანი ე. წ. ინდუსტრიული ხორბალი, ენდემური და ადგილობრივი ქართული ხორბლის თესვა-მოყვანის ტრადიცია თუმცა შესუსტდა, მაგრამ არასოდეს შეწყვეტილა და დღესაც მისდევენ მის მოყვანას. არათუ მისდევენ, რიგი თვისებრივი უპირატესობის გამო, მათზე და მათ ნამზადზე მოთხოვნილება საზოგადოებაში უფროდაუფრო იზრდება. ხორბალთან დაკავშირებულმა სპეციალურმა ექსპედიციებმა დაადასტურა, რომ ენდემური და ადგილობრივი ჯიშები ითესება საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. მათ შორის ყველაზე ერთგულად ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთის მთასთან ერთად რიტუალური და საწესო ხორბლის ნაწარმი, ტრადიციული წეს-ჩვეულებების დაყენება-ჩატარება და მათში მონაწილეობა განსაკუთრებით საქართველოს მთიანმა კუთხეებმა, გამორჩეულად სვანეთმა შემოინახა. სასიამოვნოა ის ტენდენცია, რომ ჯერ ერთი, წინაპართაგან გადმოცემული ტრადიციები გრძელდება და მეორეც ის, რომ საზოგადოების განწყობა და სურვილია, რიტუალური ნამზადის ცხობისას გამოიყენონ ქართული ხორბალი. კერძოდ, ენდემურიც, ადგილობრივიც და სულაც რამდენიმე ათწლეულის წინ საქართველოში სელექციის გზით მიღებულიც. დაბოლოს, ჩვენს თვალწინ, ყოველდღიურ ყოფაში ხდება ამ ტრადიციათა გადაცემა, ტრანსმისია მოზარდი თაობისადმი ინტერაქტივით, პრაქტიკული და მენტალური ჩვევების გათავისებით.
წყაროები
ბედუკაძე 1960 - წყლით მბრუნავი წისქვილები არაგვის ხეობაში, თბ., 1960
ბერნალი 1956 - ბერნალი ჯ., მეცნიერება და საზოგადოების ისტორია, მ., 1956 (რუსულ ენაზე)
ბრეგაძე 2004 - ბრეგაძე ნ., საქართველო მიწათმოქმედების დამოყკიდებელი კერა, თბ., 2004, გვ. 331-332
გოცირიძე 2007 - გოცირიძე გ., კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში, თბ., 2007 გვ. 135-137
გუჯეჯიანი 2014 - გუჯეჯიანი რ., სარიტუალო პურების ისტორიიდან სვანეთში, კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, ტ.15, თბ., 2014 გვ. 7-23
ვავილოვი 1932 - ვავილოვი ნ., მსოფლიო მიწათმოქმედების წარმოშობის პრობლემები ახალი გამოკვლევების შუქზე, მ.-ლ., 1932 (რუსულ ენაზე)
მენაბდე 1950. მენაბდე ვ. საქართველო ხორბლის ძველი კულტურის ქვეყანაა, თბ., 1950
ნასყიდაშვილი 1983 - ნასყიდაშვილი პ., სიხარულიძე მ., ჩერნიში ე., ხორბლის სელექცია საქართველოში. თბილისი, თბ., გვ. 13-21
რუხაძე 1976 - რუხაძე ჯ., ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართვე;ოში, თბ., 1976
სადუნიშვი;ი 2021 - სადუნიშვილი თ., მაისაია ი., ბაცაცაშველი ქ., სიხარულიძე შ., დარჩიძე თ., საქართველოს აგრარული კულტურა, თბ., 2021
შილაკაძე 1985 - შილაკაძე მ., ხელსაფქვავი, საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასი, მემონდვრეობა, თბ., 1985, გვ. 113-122
ჩიტაია 1997; ჩიტაია გიორგი, კოლხური სამკალი იარაღი- შნაკვი, შრომები, ტ.1, თბ., 1997, გვ. 127.
ჩიტაია 1997; ქართული ხალხური სამეურნეო ყოფა და მატერიალური კულტურა, შრომები, ტ. 1, თბ., 1997
ჯავახიშვილი 1986 - კავახიშვილი ივანე, საქართველოს ეკონომიკური ისტორია, თხზულებები, ტ. 4, ტ 5 თბ., 1986
ჯალაბაძე 1986) ჯალაბაძე გიორგი, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 1986
ჯალაბაძე 1960 ჯალაბაძე გ. აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები