კუჭის კიბოსა და კიბოსწინარე პროცესების ფენოტიპური თავისებურებებისა და პროგრესიის მახასიათებლების პრობლემური საკითხები

კუჭის კიბო Helicobacter Pylor პროგრესია სიმსივნის ჰეტეროგენულობა

ავტორები

ტომ. 6 No. 3 (2024)
სტატიები
აგვისტო 6, 2024

ჩამოტვირთვები

კუჭის კარცინომა მეოთხე ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა და მსოფლიოში  სიმსივნით გარდაცვალების მეორე მიზეზს წარმოადგენს. კუჭის კიბოს გამო მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღუპება, ამიტომაც მისი ინიციაციის და განვითარების შესწავლა ფრიად მნიშველოვანია.  კუჭის კიბოს დიაგნოსტირება პირდაპირ კავშირშია დროულ ენდოსკოპიურ კვლევასთან, თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ შემთხვევების უმეტესობა უკვე გვიან სტადიაშია ადრეული სიმპტომების სიმწირის გამო. კუჭის კიბო ჰეტეროგენული დაავადებაა და წარმოდგენილია სხვადასხვა ფენოტიპით, გენოტიპით, კლინიკური მიმდინარობის კომპლექსურობით და მკურნალობისადმი დაბალი მგრძობელობით. კუჭის კიბოს ჰეტეროგენულობა განპირობებულია მრავალი ფაქტორით, რაც გულისხმობს: გენეტიკურ, გარემო და სხვადასხვა ინფექციურ აგენტებს. კუჭის კიბოს უმეტესი შემთხვევა დაკავშირებულია Helicobacter pylori - სთან. ეტიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური და სხვადასხვა რისკ-ფაქტორების გაგება აუცილებელია კუჭის კიბოს დროული დიაგნოსტიკისთვის და შემდგომი მიზნობრივი მკურნალობისთვის. სასიგნალო გზების ფუნქციის გაანალიზება მნიშვნელოვანი პერსონალიზირებული მედიცინის შექმნისთვის, ვინაიდან კუჭის კიბო საკმაოდ ჰეტეროგენული გენოტიპით და ფენოტიპით ხასიათდება, ამიტომაც აუცილებელია ჩატარდეს უფრო მეტი კვლევა, რაც მოიცავს შემთხვევების მოლეკულურ-გენეტიკურ ანალიზს, ვინაიდან ეს დაეხმარება პირველ რიგში დაზიანების საწყის ეტაპზე აღმოჩენაში, შემდგომში კი ინდივიდუალური შემთხვევბის უკეთ მართვაში და პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.