მცენარე Paliurus spina-christi Mill. - ძეძვის თესლების ნეიტრალური ლიპიდების ქიმიური შედგენილობა და ბიოლოგიური აქტიობა

ავტორები

ტომ. 6 No. 3 (2024)
სტატიები
ივლისი 30, 2024

ჩამოტვირთვები

შესწავლილია ძეძვის - Paliurus spina- christi Mill. თესლების ლიპიდების ქიმიური შედგენილობა. ძეძვის ლიპიდები ყურადღებას იპყრობენ ოქსო -, ოქსი- და ეპოქსი - მჟავების ნატიური სახით შემცველობით. ძეძვის ლიპიდებში ეიკოზენის მჟავას აღმოჩენა პირველი შემთხვევაა Rhamnaceae - ხეჭრელისებრთა ოჯახის მცენარეებისათვის. ნაყოფების ლიპიდების ნეიტრალურ ნაწილში დაგენილია β-სიტოსტერინი - 66%, სტიგმასტერინი - 13 % და კამპესტერინი - 11%. მცენარის ნეიტრალური ლიპიდები ამჟღავნებენ რეგენერაციულ (აღმდგენ) თვისებებს, მათი გამოყენება გათვალისწინებულია როგორც ჭრილობების შემახორცებელი და ანთების საწინააღმდეგო პროქტიტების მკურნალიბის დროს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები