1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

ფიქსაციის მეთოდების გავლენა მწვანე ჩაის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე

green tea fixation energy saving technology quality indicators

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
ივნისი 6, 2024

ჩამოტვირთვები

მწვანე ჩაის ხარისხობრივი მაჩვენებლების ჩამოყალიბებაში უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებებენ თბური პროცესები. მთავარი ტექნოლოგიური პროცესია  ფიქსაცია, რომლის დანიშნულებაა ჩაის ფოთლის მჟანგავი ფერმენტების ინაქტივაცია და მასში შემავალი ქიმიური ნაერთების საწყის მდგომარეობაში ფიქსირება. მწვანე ჩაის დამზადება ენერგოტევადი პროცესია. ნაშრომში მოცემულია მწვანე ჩაის ხარისხობრივ, ქიმურ და უსაფრთხოების მაჩვენებლებზე ფიქსაციის მეთოდების გავლენის კვლევის შედეგები. ექსპერიმენტული მწვანე ჩაის ექსტრაქტების კატეხინების მაღალი ხარისხის თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდით (HPLC) გამოყენებით შესწავლის შედეგებმა აჩვენა,  რომ ელექტრომაგნიტური ინდუქციის მეთოდით (საქართველოს პატენტი 7427 B. 2022) და დაორთქვლით ფიქსირებულ მწვანე ჩაიში, ეპიგალოკატეხინ გალატი პრაქტიკულად თანაბრად არის წარმოდგენილი და აღემატება მოხალვის მეთოდით დამზადებულ პროდუქტს. ჩაის ექსტრაქტების ანტიოქსიდანტური აქტივობები პირდაპირ კორელაციაშია პოლიფენოლების საერთო რაოდენობასთან. .ტოქსიკური ელემენტების: ტყვია (Pb), დარიშხანი (As), კადმიუმი (Cd), ვერცხლისწყალი (Hg),  სპილენძი (Cu),და აგრეთვე: თუთია (Zn), მანგანუმი (Mn), რკინა (Fe)  ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრის  (AAS 6 000) გამოყენებით. კვლევის შედეგები ადასტურებს ქართული ჩაის უსაფრთხოების მაღალ ხარისხს დადგენილი  ნორმების მიხედვით.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.